პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია
Jump to navigation
Jump to search
პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია — კათოლიკური ეკლესია კუკიაზე, თბილისში. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1870 წელს. არქიტექტორია ა. ზალცმანი. მშენებლობას ხელმძღვანელობდა შტაბს-კაპიტანი ზუბალაშვილი. მას ეწოდებოდა ახალი კათოლიკური ეკლესია, აქვე გაჩნდა ამავე სახელწოდების ქუჩა. ამჟამად ეკლესიის ეზოში შესასვლელის თავზე არსებული ქართული წარწერა (აქვეა რუსული წარწერაც) გვაუწყებს:
![]() |
„გალავანი ესე აგებულ არს 1891 წელსა. წარსაგებელითა მიხეილ, პავლე, ნიკოლოზ და დედისა მათისა მარიამ ჯიმშეროვებისათა საუკუნო სახსენებლად ქრისტეს მოყვარე შემწირველისა მამისა და მეუღლის ივანე პეტრეს ძე ჯიმშეროვისა.“
|
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 738, თბ., 2002 წელი.