პეტრე გალატელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსი პეტრე გალატელი, მდუმარე (გ. 429) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 თებერვალი, ახალი სტილით — 14 თებერვალი. იგი ცხრა წლის იყო, როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ჯერ იერუსალიმს მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიაში დაემკვიდრა. აქ წმინდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით იღებდა. გულმოდგინე მოღვაწეობისთვის მან უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი მამა 429 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. მას ეკლესია მოიხსენიებს 8 დეკემბერსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 139

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]