პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ნევის ჭიშკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ნევის ჭიშკარი
Невские ворота Петропавловской крепости
Невская куртина и Невские ворота.JPG
კოორდინატები 59°56′57″N 30°19′06″E / 59.94925° ჩ. გ. 30.318361° ა. გ. / 59.94925; 30.318361
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი დომენიკო ტრეზინი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1714-1716
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810390013

პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ნევის ჭიშკარი (რუს. Невские ворота Петропавловской крепости) — პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტრიუმფალური თაღი სანქტ-პეტერბურგში, ხელმწიფისა და ნარიშკინის ბასტიონებს შორის. კლასიციზმის არქიტექტურული ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1714-1716 წლებში აქ ააშენეს პირველი ხის ჭიშკარი. 1720-იანი წლების დასაწყისში ქვაში გადააკეთეს დომენიკო ტრეზინის პროექტის მიხედვით. მოგვიანებით 1731-1732 წლებში მიმდინარეობდა კიდევ ერთი სარემონტო სამუშაოები. ეს პროექტი შემონახულია თანამედროვე სახით პეტრე-პავლეს ეკლესიის მხარეს. კარიბჭის ფრონტონი შემკულია რელიეფური კომპოზიციით ფარით, დროშებითა და სამხედრო ნადავლით.

1746 წელს წარიმართა კარიბჭის კიდევ ერთი რესტავრაცია და მოაპირკეთეს სპეციალური ქვით.

1762-1767 წლებში არქიტექტორმა დ. სმოლიანინოვმა და ინჟინერმა ნ. მურავიოვმა შეიმუშავეს პროექტი, რომ გრანიტის სახე შეეცვალათ ხის მასალით. პროექტის რეალიზაცია მოხდა მხოლოდ 1777 წელს, ციხესიმაგრის კედლის რესტვრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტის ავტორი იყო რ. ტ. ტომილოვი.

1780 წელს არქიტექტორმა ნიკოლაი ლვოვმა წამოაყენა წინადადება ნევის ჭიშკრის ახალი პროექტის შექმნის შესახებ. აღნიშნული პროექტის მიხედვით ახალი კარიბჭე ააშენეს 1784-1787 წლებში და ამ სახით მოაღწია ჩვენს ეპოქამდე. ახალი ჭიშკრის სიმაღლეა 12 მეტრი, ხოლო სიგანე 12,2 მეტრი. იგი დგას მაღალ ცოკოლზე, რომლის სიმაღლე თითქმის ერთი მეტრია. კარიბჭის მარჯვნივ და მარცხნივ დამონტაჟებულია ორმაგი ტოსკანური ორდენის სვეტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • А. Г. Раскин. Невские ворота Петропавловской крепости // Триумфальные арки Ленинграда. — Л.: Лениздат, 1985. — 160 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]