პეტი დიუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პეტი დიუკი
Patty Duke 1975.JPG
დიუკი 1975 წელს
დაბადების სახელი ანა მარია დიუკი
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1946
ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 29 მარტი, 2016 (69 წლის)
აიდაჰო, აშშ
სხვა სახელები პატი დიუკ ასტინი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1950-2015
მეუღლე(ები) ჰარი ფოლკი (იქ. 1965–69)
მაიკლ ტელი (იქ. 1970–71)
ჯონ ასტინი (იქ. 1972–85)
მაიკლ პერსი (იქ. 1986)
შვილ(ებ)ი 3

ანა მარია პეტი დიუკი (ინგლ. Anna Maria Patty Duke; დ. 14 დეკემბერი, 1946 — გ. 29 მარტი, 2016) — ამერიკელი მსახიობი და ადვოკატი. სამსახიობო კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს ოსკარი, ორი ოქროს გლობუსი, სამი პრაიმტაიმ ემი ჯილდო, და ჰოლივუდის დიდების ხეივნის ვარსკვლავი.

15 წლის ასაკში ამერიკელი მწერლის და აქტივისტის, ჰელენ კელერის როლი ითამაშა 1962 წლის ბიოგრაფიულ ფილმში, სახელწოდებით „სასწაულმოქმედი“, აღნიშნული როლისთვის იგი დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. მომდევნო წელს, თავისსავე შოუში „პატი დიუკის შოუში“ (1963-1966) ორმაგი როლით განასახიერა ქეთი და პეტი ლეინი. მოგვიანებით, მან განასახიერა ისეთი როლები, როგორიცაა: ნილი ოჰარა ამერიკულ დრამაში „თოჯინების ხეობა“ (1969) და ნატალი მილერი კომედიურ-დრამაში „მე, ნატალი“ (1969). ნატალი მილერის შესრულებული როლისთვის მსახიობი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. 1985 წლიდან 1988 წლამდე იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი.

1982 წელს მსახიობი დიაგნოზირდა ბიპოლარული აფექტური აშლილობით. დიაგნოზის დასმის შემდეგ, დიუკმა თავისი დროის უმეტესი ნაწილი ადვოკატობას დაუთმო. ზოგჯერ მღეროდა და წერდა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი მსახიობი პეტი დიუკი დაიბადა 1946 წლის 14 დეკემბერს, მანჰეტენზე, ნიუ-იორკში.[1] იყო ფრანცეს მარგარეტის (1913-1993) და ჯონ პატრიკ დიუკის (1913-1964) უმცროსი ქალიშვილი.[2]

გაიზარდა ქუინზის სამეზობლოში. სადაც მან, მისმა დამ ქეროლმა და ძმა რეიმონდმა რთული ბავშვობა გამოსცადეს. მამამისი ალკოჰოლიკი იყო, ხოლო დედა კლინიკური დეპრესიით იტანჯებოდა და მიდრეკილი იყო ძალადობისკენ. როდესაც დიუკი 6 წლის იყო, მამამისი სახლიდან წავიდა, 8 წლის დიუკის მზრუნველობაზე პასუხისმგებლობა ტალანტის მენეჯერებმა, ჯონ და ეთელ როსსმა აიღეს.

ჯონ და ეთელ როსსის მიერ დიუკის კარიერის მართვა ხშირად არაკეთილსინდისიერი იყო. ისინი დიუკს ალკოჰოლს და წამლებს აძლევდნენ, დიუკის მოგებიდან უსაფუძვლოდ იღებდნენ დიდ გადასახადს, მასზე სქესობრივადაც ძალადობდნენ.[3] დიუკმა მამამისი ბოლოს 6 წლის ასაკში ნახა, ხოლო დედა მხოლოდ ერთხელ, მაშინ როდესაც ის ჯონ და ეთელ როსსის სახლში ჭურჭლის გასარეცხად მივიდა.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიუკი თავისი დიდი კარიერის დასაწყისში

დიუკის ერთ-ერთი ადრეული სამსახიობო როლი 1950-იანი წლების ბოლოს იყო სერიალში, „ნათელი დღე“.[5] იგი ასევე ჩნდებოდა პრინტულ და სატელევიზიო რეკლამებში. 12 წლის ასაკში გამოჩნდა სატელევიზიო შოუში, „$64,000-იანი კითხვა“, სადაც მან 32,000 აშშ დოლარი მოიგო.

1959 წელს ამერიკული საახალწლო ფილმის, „Meet Me in St. Louis“-ის სატელევიზიო ადაპტაციაში ტოტი სმიტის როლი განასახიერა. დიუკის პირველი მთავარი როლი ჰელენ კელერის როლი იყო, რომელიც მან ბროდვეის თეატრში სამ-აქტიან პიესაში, „სასწაულმოქმედში“ ითამაშა. ამ პიესაში მასთან ერთად მონაწილეობას იღებდა ამერიკელი მსახიობი ენ ბენკროფტი, ანე სულივანის როლით. პიესის შემდეგ, 1962 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. ფილმში შესრულებული ჰელენ კელერის როლისთვის, მსახიობი დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.[6] ფილმის გადაღებამდე დიუკი და ჰელენ კელერი ერთმანეთს ცოტახნით შეხვდნენ.[7] 16 წლის ასაკში, პეტი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი იყო, რომელსაც ოსკარი კომპეტენტურ კატეგორიაში ჰქონდა. მოგვიანებით, მსახიობი ტელევიზიას დაუბრუნდა და ამერიკელ მსახიობთან, ლაურენს ოლივერთან და ჯორჯ სკოტთან ერთად ითამაშა „ძალასა და დიდებაში“ (1961).

დიუკის სერიალი, „პეტი დიუკის შოუ“ ამერიკელმა რეჟისორმა და პროდიუსერმა სიდნი შელდონმა სპეციალურად მისთვის შექმნა. შოუ პირველად გამოვიდა 1963 წელს. ამ დროს არ იყო ცნობილი დიუკის დიაგნოზი, თუმცა შელდონმა შეამჩნია მსახიობის ორი პიროვნული ხასიათი, რამაც განაპირობა შოუში დიუკის მიერ ორმაგი როლის, მთავარი პერსონაჟების გასახიერება.[8]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობმა სულ ოთხჯერ იქორწინა და სამი შვილი ეყოლა. როგორც კათოლიკეს, მისი ბავშვობის ოცნება, ახალგაზრდობაში მონაზვნობა იყო.[9][10]

1965 წელს დიუკი დაქორწინდა რეჟისორზე, ჰარი ფოლკზე, რომელიც მასზე 13 წლით უფროსი იყო. ქორწინების დროს, მსახიობს ჰქონდა ხასიათის მძიმე ცვალებადობა, სისტემატიურად სვამდა ალკოჰოლს, ჰქონდა კვებითი აშლილობა, რამდენჯერმე მიიღო გადაჭარბებული რაოდენობის აბები.[11] წყვილის ქორწინება 1969 წელს განქორწინებით დამთავრდა.

1970-იან წლებში მას სასიყვარულო ურთიერთობა ერთდროულად სამ მამაკაცთან ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო მსახიობი ჯონ ასტინი. მსახიობი ჯონ ასტინზე 1972 წელს დაქორწინდა, 1973 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, მსახიობი მაკენზი ასტინი. ისინი 1985 წელს განქორწინდნენ.

მისი მეოთხე ქორწინება დაკავშირებულია მაიკლ პერსთან, რომელზეც 1986 წელს იქორწინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Duke, Patty; Kennen Turan (1987). Call Me Anna: The Autobiography of Patty Duke. Bantam Books. p. 231. ISBN 0-553-27205-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oscar-winning actress Patty Duke dies at 69. Orange County Register (March 29, 2016).
  2. Eberly, Stephen L. (1988) Patty Duke. ISBN 9780313256752. 
  3. TV Preview: Patty Duke pairs off again as 'Identical cousins'. Pittsburghpostgazette.com (April 27, 1999). ციტირების თარიღი: August 4, 2010
  4. Eberly, Stephen L., 1952- (1988). Patty Duke : a bio-bibliography. New York: Greenwood Press. ISBN 0-313-25675-6. OCLC 17383672. 
  5. Miller, Julie. Patty Duke, 1960s Film and TV Sweetheart, Dies at 69. ციტირების თარიღი: March 30, 2016
  6. Oscar-winning former child star Patty Duke dies, age 69. ციტირების თარიღი: March 30, 2016
  7. Gugliemi, Jodi. (March 31, 2016) Patty Duke Pictured Meeting Helen Keller, the Inspiration Behind The Miracle Worker, in 1961. People.
  8. „Special Collectors' Issue: 50 Greatest TV Stars of All Time“. TV Guide. 1996.
  9. Heffron, Christopher. (January 14, 2015) One-on-One with Patty Duke. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 6, 2020. ციტირების თარიღი: თებერვალი 21, 2021.
  10. R.I.P. Patty Duke, Catholic (March 29, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 7, 2020. ციტირების თარიღი: თებერვალი 21, 2021.
  11. Lipton, Michael A. (May 3, 1999). „Duke of Hazards; Having Survived a Hellish Youth and Manic Depression, Patty Duke Relishes Her Rustic Life Down on the Farm“. People. 51 (16). ციტირების თარიღი: August 15, 2009.