პეტერ პოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტერ პოლი
Peter Pohl, 2007.jpg
დაბადების თარიღი 5 დეკემბერი 1940(1940-12-05)[1] [2] [3] (79 წლის)
დაბადების ადგილი ჰამბურგი[1] [2]
საქმიანობა მწერალი, საბავშვო მწერალი, ლექტორი და უნივერსიტეტის პროფესორი
ენა შვედური ენა
მოქალაქეობა Flag of Sweden.svg შვედეთი[2]
ალმა-მატერი სტოკჰოლმის უნივერსიტეტი და შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
პერიოდი 2005
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა
ჯილდოები ნილს ჰოლგერსონის დაფა, Expressens Heffaklump, ავგუსტის პრემია, ასტრიდ ლინდგრენის პრემია, Deutscher Jugendliteraturpreis და Deutscher Jugendliteraturpreis
საიტი nada.kth.se/~pohl/ppforf.html

პეტერ პოლი (ინგლ. Peter Pohl; დ. 5 დეკემბერი, 1940, ჰამბურგი, გერმანია) — შვედი მწერალი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყოფილი რეჟისორი და სცენარისტი. მიღებული აქვს ჯილდოები როგორც ფილმების, ასევე წიგნებისთვის. 1965 წლიდან 2005 წლამდე სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოთვლითი მათემატიკის ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტერ პოლი 1940 წლის 5 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომში მამა დაკარგა და 1945 წელს დედასთან ერთად შვედეთში ჩავიდა, სადაც 1947 წელს სკოლაში წავიდა. 1959 წელს სედრ ლათინის გიმნაზიაში ჩააბარა, სადაც კარგ შედეგებს მიაღწია, მაგრამ როდესაც 19 წელი შეუსრულდა, სწავლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო. თუმცა სწავლა მალევე განაგრძო და მათემატიკა და ფიზიკა შეისწავლა; 1963 წელს გახდა შვედეთის თავდაცვითი კვლევების სააგენტოს თანამშრომელი და რამდენიმე წელიწადი აღნიშნულ პოსტზე დაჰყო. მალე ცოდნის ტაძარს დაუბრუნდა, რათა სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლება მიეღო. 1975 წელს გამოთვლით მათემატიკაში მიიღო დოქტორის ხარისხი. აღნიშნულ საგანში ლექციების კითხვა დაიწყო და რამდენიმე სახელმძღვანელოც შექმნა. პოლმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება 1980 წელს დაიწყო და რამდენიმე ჯილდოც დაიმსახურა თავისი ნამუშევრებისთვის. სამწერლობო კარიერას 1983 წლიდან მიჰყო ხელი და უკვე ორი წლის შემდეგ თავისი პირველი და ყველაზე წარმატებული წიგნი „იანე, ჩემი მეგობარი“ გამოაქვეყნა. მას მერე 26 მხატვრული ნაწარმოები აქვს გამოცემული. 2005 წელს ლექტორის პოსტი დატოვა და პენსიაზე გავიდა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Janne, min vän (იანე, ჩემი მეგობარი), 1985;
  • Regnbågen har bara åtta färger (ცისარტყელას მხოლოდ რვა ფერი აქვს), 1986;
  • Vi kallar honom Anna (ჩვენ მას ანას ვეძახით), 1987;
  • Eule des Monats (თვის ბუ), 1991;
  • Havet inom oss (ოკეანე ჩვენთან ერთად), 1988;
  • Alltid den där Anette! (მუდამ ეს ანეტი!), 1988;
  • Jag saknar dig, jag saknar dig! (მენატრები, მენატრები!), 1992;
  • En röd sten till Carina (წითელი ქვა კარინას), 1993;
  • ag är kvar hos er (ჯერ კიდევ შენთან ვარ), 2000;
  • Nu heter jag Nirak (ახლა მე ნირაკი მქვია), 2007;
  • Anton, jag gillar dig! (ანტონ, მიყვარხარ!), 2008.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]