პეტერ მიხალ ბოჰუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტერ მიხალ ბოჰუნი
Peter Michal Bohúň
დაიბადა 29 სექტემბერი, 1822
დაბადების ადგილი ველიჩნა, დოლნი-კუბინის რაიონი, ჟილინის ოლქი
გარდაიცვალა 20 მაისი, 1879 (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბელსო-ბიალა, პოლონეთი
მომზადება Ján Francisci-Rimavský Gymnasium
ჟანრი პორტრეტი

პეტერ მიხალ ბოჰუნი ( სლოვაკ. Peter Michal Bohúň ; დ. 29 სექტემბერი, 1822, ველიჩნა, დოლნი-კუბინის რაიონი — გ. 20 მაისი, 1879, ბელსკო-ბიალა) — სლოვაკი ფერმწერი, პორტრეტისტი, ხატავდა პეიზაჟებს და საკურთხევლებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტერ ბოჰუნი დაიბადა ლუთერანი მღვდლის ოჯახში. საწყისი განათლება მიიღო სოფლის საჯარო სკოლებში, შემდეგ შევიდა გემერსკა-გორკას გიმნაზიაში. 1836 წელს ჩაირიცხა ლევოჩას ევანგელისტურ სემინარიაში. სადაც პირველად ეზიარა სლოვაკეთის დამოუკიდებლობის იდეას, საქმეს, რომელსაც ხალისით შეუდგა და თავად მიიღო მეტსახელი სლავომილი. პოლიტიკური არეულობის გამო, უნგრეთის მთავრობამ დახურა სემინარია 1841 წელს, ამიტომ იგი გადავიდა კეზმაროკში, სადაც სწავლობდა სამართალს, ხოლო თავისუფალ დროს ხატავდა.

პეტერმა 1843 წელს გადაწყვიტა, რომ მომავალი მხატრვრობისთვის დაეკავშირებინა. ჩააბარა პრაღის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, მისი მასწავლებელი იყო გერმანელი ისტორიის მხატვარი კრისტიან რუბენი, რომელიც იმ დროს აკადემიის დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. პეტერის მამა, რომელსაც შვილისთვის ფინანსური მხარდაჭერა არ გაუწევია, გარდაიცვალა 1844 წელს. მომავალმა მხატვარმა დაიწყო ფინანსური წყაროს ძებნა. მისი მფარველობა საკუთარ თავზე აიღო ორაველმა აზნაურმა მიხალ კუბინმა. პეტერი ფერწერის გარდა, სწავლობდა ლითოგრაფიას. მან რამდენიმე ილუსტრაცია გააკეთა იან სვატოპლუკ პრესლის ბოტანიკური ლექსიკონისთვის.[1]

სლოვაკური ნაციონალიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრის ქანდაკება ბრატისლავაში

ცოტა ხნის შემდეგ იგი შეუერთდა სლოვაკეთის ნაციონალისტურ მოძრაობას, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუდოვიტ შტური. პეტერი აწყობდა პატრიოტულ მიტინგებს სლოვაკეთის აჯანყების დროს. ამ პერიოდში გაიცნო და ცოლად შეირთო ადგილობრივი მიწის მესაკუთრის ქალიშვილი, რომელიც ასევე მხატვრობით იყო დაინტერესებული.

მხატვარი 1854 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა ლიპტოვსკი მიკულასში, სადაც თერთმეტი წლის განმავლობაში იყო გოგონათა ლუთერანულ სკოლაში ხელოვნებას ასწავლიდა, დაკავებული იყო ფოტოგრაფიით, ამავე დროს აფორმებდა ფარდებს სამოყვარულო თეატრალური ჯგუფებისთვის. 1860 წელს მან განაახლა თავისი პატრიოტული საქმიანობა და მომდევნო წელს მონაწილეობა მიიღო მარტინის კონსტიტუციურ კონვენციაში. 1863 წელს გახდა Matica slovenská- ს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი.

ვალებში ჩავარდნილმა მხატვარმა სლოვაკეთი 1865 წელს დატოვა. ოჯახთან ერთად გაემგზავრა ბიელსკო-ბიალაში, გალიციაში. 1876 წელს პეტერი იტალიაში წავიდა თავისი ვაჟის, ლუბორის საძებნელად, რომელიც დეზერტირებული იყო ავსტრია-უნგრეთის არმიიდან.

მხატვარი გარდაიცვალა 1879 წლის 20 მაისს. მისი გარდაცვალების მიზეზად პნევმონია დაასახელეს. 1955 წელს ლიპტოვსკი მიკულასში გაიხსნა მისი სახელობის სამხატვრო გალერეა, ხოლო სამი წლის შემდეგ ბრატისლავაში — მისი ქანდაკება. ქანდაკების ავტორი იყო ფრანიო შტეფუნკოს, რომელიც სპეციალიზირებული იყო სლოვაკეთის აჯანყების მოღვაწეების ფიგურებზე.[2][3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Czech National Authority Database
  2. Peter Bohúň // http://en.isabart.org/person/2773
  3. Brief biography დაარქივებულია 17 მარტი 2015. @ Osobnosti.