შინაარსზე გადასვლა

პეტერ აპიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტერ აპიანე
ლათ. Petrus Apianus
გერმ. Peter Apian[1]
დაბ. თარიღი 16 აპრილი, 1495[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Leisnig, საქსონიის საკურფიურსტო[1] [3]
გარდ. თარიღი 21 აპრილი, 1552[1] [2] [3] (57 წლის)
გარდ. ადგილი ინგოლშტადტი, Duchy of Bavaria[1] [3]
მოქალაქეობა საქსონიის საკურფიურსტო
საქმიანობა მათემატიკოსი[4] [5] , ასტრონომი[5] , კარტოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი[5] , cosmographer, გამომცემელი[6] , გეოგრაფი[4] [5] , მბეჭდავი[4] [5] და რედაქტორი[4]
მუშაობის ადგილი ინგოლშტადტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები მიხაელ მესტლინი[7]
შვილ(ებ)ი Philipp Apian[5]

პეტერ აპიანე (გერმ. Peter Apian, ლათ. Petrus Apianus; დ. 16 აპრილი, 1495, ლეისნიგი, საქსონიის საკურფიურსტო — გ. 21 აპრილი, 1552, ინგოლშტადტი, ბავარიის საჰერცოგო) — გერმანელი მექანიკოსი და ასტრონომი.

იგი დაიბადა 1495 წლის 16 აპრილს, საქსონიაში, ლაისნიგის მახლობლად. 1523 წლიდან იყო მათემატიკის პროფესორი ინგოლშტადტის უნივერსიტეტში (გერმანულად). გარდაიცვალა ინგოლშტადტში 1552 წლის 21 აპრილს.

მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „კოსმოგრაფია“, რომელიც თარგმნილია რამდენიმე ენაზე (ლანდსგუტი 1524, ანტვერპენი 1529 და სხვა გამოცემები). ამ ნაშრომში აპიანუსი გვთავაზობს მთვარესა და ფიქსირებულ ვარსკვლავებს შორის მანძილის გაზომვას გეოგრაფიული გრძედის დასადგენად და პირველია, ვინც აღნიშნავს, რომ კომეტების კუდები მზისგან საპირისპირო მიმართულებითაა მიმართული. მან ასევე დაწერა მდიდრულად გამოცემული წიგნები „Astronomicum Caesareum“ (ინგოლშტადტი, 1540, გრავიურებით) და „Inscriptiones sacrosanctae vetustatis“ (ინგოლშტადტი, 1534, გრავიურებით). აპიანუსმა გამოიგონა და გააუმჯობესა მრავალი მათემატიკური და ასტრონომიული ინსტრუმენტი, ასევე აღწერა ზოგიერთი მათგანი.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს აპიანუსი.

  • Kish, George (1970). „Apian, Peter“. Dictionary of Scientific Biography. 1. New York: Charles Scribner's Sons. pp. 178–179. ISBN 0-684-10114-9.
  • Röttel, K. (Ed.): Peter Apian: Astronomie, Kosmographie und Mathematik am Beginn der Neuzeit, Polygon-Verlag 1995; ISBN 3-928671-12-X. In German.
  • თარგი:BBKL
  • Peter and Philipp Apian, in German.
  • Ralf Kern. Wissenschaftliche Instrumente in ihrer Zeit. Volume 1: Vom Astrolab zum mathematischen Besteck. Cologne, 2010.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
  2. 1 2 Geographicus Rare Antique Maps biographical dictionary of cartographers
  3. 1 2 3 4 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  4. 1 2 3 4 Národní autority České republiky
  5. 1 2 3 4 5 6 Deutsche Nationalbibliothek Record #118645455 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. ↑ BEIC-ის ციფრული ბიბლიოთეკა
  7. ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.