პეტერეკის ციხე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
პეტერეკი | |
---|---|
![]() | |
მდებარეობა |
![]() |
ფართობი | 0,070×0,035 კმ² |
მასალა | კირი |
პეტერეკი — ციხე თურქეთში. მდებარეობს ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონის სოფელ პეტერეკში; ზღვის დონიდან 730 მეტრზე. ნაგებია კირით. კომპლექსი მოიცავს კოშკს, ეკლესიასა და ძირითად კონსტრუქციას.
მდებარეობს სოფლის სამხრეთ ნაწილში, კონცხზე. ნაგებია მშრალი წყობით. გეგმა ასიმეტრიულია. დიდი მასშტაბის ციხე, ჩანს, თავის დროზე საკმაოდ კარგად იყო დაცული. პეტერეკის ხევიდან ციხისკენ მიმავალი გზა, გალავანს გარეთ, კიდევ ერთი კარით იყო ჩაკეტილი. ციხის დასავლეთით ჩანს კლდეზე მიკრული გარე კარიბჭისა და, სავარაუდოდ, კოშკის კვალი. შიდა ტერიტორია მთლიანად გადათხრილია განძისმაძიებელთა მიერ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები, გვ. 269, თბ. 2017.