პეტერგოფის სერაფიმ საროველის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტერგოფის სერაფიმ საროველის ტაძარი
Seraphim Church Peterhof.jpg
პეტერგოფის სერაფიმ საროველის ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°53′39″ ჩ. გ. 29°51′47″ ა. გ. / 59.89417° ჩ. გ. 29.86306° ა. გ. / 59.89417; 29.86306
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802029001
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება 1904-1906

პეტერგოფის სერაფიმ საროველის ტაძარი (რუს. Церковь Святой Великомученицы Екатерины и Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია პეტერგოფში, სანქტ-პეტერბურგი. დივეევოს მონასტრის ყოფილი მეტოქი.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ეკლესიას აქვს სამი საკურთხეველი მთავარი ნაკურთხია სერაფიმ საროველის სახელზე, ხოლო ეგვტერები დიდმოწამე დედოფალ ალექსანდრასა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დივეევოს მონასტრის მეტოქის მშენებლობა ძველ პეტერგოფში პირადად ნიკოლოზ II-მ გადაწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ტახტის მემკვიდრის დაბადება, რომელიც დაიბადა დივეევოს მონასტრის მონახულების შემდეგ. დივეევოს მონასტერში ხშირად ლოცულობდა დედოფალი ალექსანდრა თევდორეს ასული.

1904 წელს, როდესაც დაიბადა უფლისწული ალექსი, ნიკოლოზ ნიკონოვის პროექტის მიხედვით საფუძველი ჩაუყარეს პატარა, ხის ხუთგუმბათიან სამლოცველოს, რომელიც აკურთხეს სერაფიმ საროველის სახელზე. 1906 წელს მოხდა ტაძრის ხელახლა კურთხევა ღვთისმშობლის ერთ-ერთი ხატის სახელზე.

ამავე დროს მის სიახლოვეს საფუძველი ჩაუყარეს ეკლესიას ასევე ნიკოლოზ ნიკონოვის პროექტის მიხედვით.

ტაძარი აკურთხა ნიჟნი-ნოვგოროდის ეპისკოპოსმა ნაზარიმ 1906 წლის 1 ნოემბერს სასულიერო პირების დახმარებით, რომელთა შორისაც იყო იოანე კრონშტადტელი.

1928 წლის ნოემბრიდან 1929 წლამდე ტაძრის მრევლმა მხარი დაუჭირა იოსებიანელობის მოძრაობას. ორივე ტაძარი მოქმედებდა 1938 წლამდე.

ქვის ტაძრის შენობა სერიოზულად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს: დაინგრა სამრეკლო, ჩამოინგრა გუმბათი. ხის ტაძარი კი გაანადგურეს 1941 წელს.

1952 წელს ქვის ტაძრის შენობა გადაეცა საზოგადოება „Петродворецторгу“-ს, რომელმაც აქ განათავსა სავაჭრო დაწესებულებები. ეკლესიის შიდა ინტერიერი ბეტონის ფილებით გაყვეს ოთხ სართულად, ხოლო საკურთხევლის ადგილზე სატვირთო ლიფტი დაამონტაჟეს. გარედან ეკლესიის კედლები მოაპირკეთეს აგურით, რის შემდეგაც შენობამ კუბის ფორმა მიიღო. ჩრდილოეთ ფასადზე მიაშენეს სანახშირის ქვაბი.

1990 წელს ენობამ მიიღო ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლის სტატუსი. შენობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა 1993 წელს. პირველი საღვთო ლიტურგია აღევლინა 1993 წლის 1 აგვისტოს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა ხუთგუმბათიანი ტაძარია და აგებულია XVII საუკუნის ბოლო პერიოდში რუსეთში გავრცელებული ნარიშკინის ბაროკოს სტილში.

მთავარი საკურთხევლის გარდა, რომელიც ნაკურთხია სერაფიმ საროველის სახელზე, მოქმედებს კიდევ ორი ეგვტერი: წმინდამოწამე დედოფალ ალექსანდრას და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ამჟამად კუბის ფორმის შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ტაძარი, ხოლო მეორეზე - სატრაპეზო.

ტაძრის კედელზე განთავსებულია წარწერა:

ვიკიციტატა
„მოსკოვის საპატრიარქო, სანქტ-პეტერბურგის ეპარქია. სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარი. დივეევოს მონასტრის ყოფილი მეტოქი. ნაკურთხია 1909 წლის 19 ოქტომბერს. არქიტექტორი ნ. ნ. ნიკონოვი. ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი. იცავს სახელმწიფო.“

2012 წელს დაიწყო ეკლესიის შენობის აქტიური რესტავრაცია. 2014 წლის მდგომარეობით შენობას დაადგეს გუმბათი - ჯვრით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Освящение храма в Старом Петергофе // Церковные ведомости. — 1906. — № 41. — С. 2743—2744..
  • Сурков С. А. Судьбы храмов, духовенства, и мірян Петергофа в годы испытаний. — СПб., 2005. — С. 81—96.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]