პეტარ სტოიანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტარ სტოიანოვი
პეტარ სტოიანოვი
ბულგარეთის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 იანვარი, 1997 – 22 იანვარი, 2002
წინამორბედი ჟელიუ ჟელევი
მემკვიდრე გეორგი პარვანოვი

დაბადებული 25 მაისი, 1952
პლოვდივი, ბულგარეთი
პოლიტიკური პარტია დემოკრატიული ძალების კავშირი
მეუღლე ანტონინა სტოიანოვა
შვილები სტეფანი და ფანი
განათლება სოფიის უნივერსიტეტი

პეტარ სტოიანოვი (ბულგ. Петър Стоянов; დ. 25 მაისი, 1952) — ბულგარელი პოლიტიკოსი. ბულგარეთის პრეზიდენტი (1997-2002 წწ.)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1952 წლის 25 მაისს პლოვდივში. 1976 წელს დაამთავრა სოფიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ადვოკატად პლოვდივში. 1992 წელს ფილიპ დიმიტროვის კაბინეტში დაიკავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. 1994 წელს აირჩიეს ბულგარეთის პარლამენტის წევრად. ამავე წელს გახდა ტურიზმის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი. 1996 წლის 2 ნოემბერს 59,73 %-ით მოიგო ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნები. თანამდებობა დაიკავა 1997 წლის 22 იანვარს. 2001 წელს მეორედ შეეცადა თანამდებობის დაკავებას, მაგრამ მეორე ტურში დამარცხდა გეორგი პარვანოვთან.

2004 წელს ეუთოს საგანგებო დავალებათა ელჩად დაინიშნა დნესტრისპირეთის კონფლიქტის საკითხებში. 2005 წლიდან კვლავ პარლამენტის დეპუტატია.

მშობლიური ბულგარულის გარდა თავისუფლად ფლობს რუსულს, ინგლისურსა და გერმანულს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]