პესჩანოკოპის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პესჩანოკოპის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
46°11′30″ ჩ. გ. 41°05′10″ ა. გ. / 46.19167° ჩ. გ. 41.08611° ა. გ. / 46.19167; 41.08611
დაარსდა 1984
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა Peschanokopskoye
დირექტორი ოლგა ოვჩინიკოვა[1]
Map

პესჩანოკოპის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Историко-краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოფელ პესჩანოკოპსკოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1984 წელს. მისი სრული და ოფიციალური სახელწოდებაა „მუნიციპალური საბიუჯეტო განყოფილება პესჩანოკოპის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი“.

მუზეუმის მისამართი: 347570, როსტოვის ოლქი, პესჩანოკოპის რაიონი, სოფელი პესჩანოკოპსკოე, სკოლის ქუჩა № 1.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პესჩანოკოპის ისტორიის მუზეუმი დაარსდა 1984 წლის 4 მარტს, მისი წევრი-დამფუძნებლები იყვნენ კოლმეურნეები, მეწარმეები, რაიონის ორგანიზაციები. მუზეუმის დაარსებაში აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობა და პირველ რიგში სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოას აღმასკომი. 2001 წეელს ეწოდა რაიონული ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი[2], ხოლო 2002 წლიდან — პესჩანოკოპის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი[3]. 2003 წელს მუზეუმმა მიიღო კულტურის მუნიციპალური განყოფილების სტატუსი[4], ხოლო 2010 წლიდან — კულტურის მუნიციპალური საბიუჯეტო განყოფილების სტატუსი[5].

ამჟამად მუზეუმში მუშაობს ოთხი დარბაზი: დარბაზი № 1 — ყოფა-ცხოვრების საგნები; ჰოლი; დარბაზი № 4 — დამსახურება და დიდება; დარბაზი № 5 — დიდი სამამულო ომი.

2008 წლის 1 ივლისს როსტოვის ოლქის პოლიციამ დააფიქსირა 19 სამუზეუმო საგნის (მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა პერიოდის ორდენები და მედლები) გაუჩინარება მუზეუმის ძირითადი ფონდიდან[6].

2016 წელს მუზეუმის 550 ექსპონატი შეიტანეს რუსეთის ფედერაციის არასახელმწიფო სამუზეუმო ფონდის შემადგენლობაში[7].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Песчанокопский музей — воспитываем патриотов
  2. Постановление Главы Администрации Песчанокопского района № 1163 от 19.12.2001 года
  3. Постановление Главы Администрации Песчанокопского района от 8 мая 2002 года
  4. Постановление Главы Администрации Песчанокопского района № 672 от 27.05.2003 «О создании Муниципального учреждения культуры „Историко-краеведческий музей Песчанокопского района“»
  5. Постановление Главы Песчанокопского района № 591 от 2010 года «О переименовании Муниципального учреждения культуры „Историко-краеведческий музей Песчанокопского района“ в муниципальное бюджетное учреждение культуры „Историко-краеведческий музей Песчанокопского района“ и об утверждении его Устава»
  6. Выявлена пропажа из фондов МУК «Историко-краеведческий музей Песчанокопского района» орденов и медалей времен советского периода
  7. Приказ Министерства культуры РФ № 2271 от 10 октября 2016 г. «О включении в состав негосударственной части Музейного фонда Российской Федерации музейных предметов, являющихся собственностью муниципального образования „Песчанокопский район“». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-01. ციტირების თარიღი: 2017-04-17.