პერფობარათი
იერსახე

პერფობარათი, პერფორაციული ბარათი (ლათ. perforo — „გახვრეტა“ და charta — „ქაღალდი“ — ქაღალდის, მუყაოს ან პლასტმასის სტანდარტული ფორმისა და ზომის ინფორმაციის მატარებელი ბარათი, რომელზედაც ინფორმაცია გადააქვთ პერფორაციის მეშვეობით. იყენებენ უმთავრესად ელექტრონულ გამომთვლელ მანქანაში მონაცემების შეტანა-გამოტანისათვის, აგრეთვე პერფორაციულ გამომთვლელ კომპლექტებში, როგორც ჩანაწერის ძირითად მატარებელს. პერფობარათები მრავალი სახეობისაა.
სსრკ-ში იყენებდნენ მკვრივი მუყაოსაგან დამზადებულ 0.18 მმ სისქისა და 187.4 X 82.5 მმ ზომის 80-სვეტიან პერფობარათებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 39.
- Вольсон И., Рожнова В., «Техника перфокарт», Москва, 1967