შინაარსზე გადასვლა

პერუს რეგიონები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მას შემდეგ, რაც პერუმ ესპანეთისაგან მიიღო დამოუკიდებლობა მე-19 საუკუნის დასაწყისში, მისი ადმინისტრაციული დაყოფა ბევრჯერ შეიცვალა. 2002 წლამდე, პერუ დაყოფილი იყო 24 დეპარტამენტად (departamentos), შემდეგ კი ამ წელს მიღებული კანონის საფუძველზე, პერუ დაიყო 24 რეგიონად და განსაკუთრებული სტატუსის მქონე ლიმის პროვინციად, რომელშიც შედის დედაქალაქი ლიმა და მისი შემოგარენი. ლიმა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. რეგიონებს მართავენ რეგიონის პრეზიდენტები და რეგიონული საბჭოები. რეგიონის პრეზიდენტებს, ისევე როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ირჩევს მოსახლეობა 4 წლის ვადით.

რეგიონი ISO
UBIGEO
დედაქალაქი ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა მოსახლეობის
სიმჭიდროვე (/კმ²)
მდებარეობა
ამასონასი AMA 01 ჩაჩაპოასი 39 249 389 700 9,9
ანკაში ANC 02 უარაზი 35 914 1 039 415 28,9
აპურიმაკი APU 03 აბანკაი 20 896 418 882 20,0
არეკიპა ARE 04 არეკიპა 63 345 1 140 810 18,0
აიაკუჩო AYA 05 აიაკუჩო 43 815 619 338 14,1
კახამარკა CAJ 06 კახამარკა 33 318 1 359 023 40,8
კალიაო CAL 07 კალიაო 147 810 568 5 514,8
კუსკო CUS 08 კუსკო 71 986 1 171 503 16,3
უანაკაველიკა HUV 09 უანაკაველიკა 22 131 447 054 20,2
უანუკო HUC 10 უანუკო 36 849 730 871 19,8
იკა ICA 11 იკა 21 328 665 592 31,2
ხუნინი JUN 12 უანკაიო 37 667 1 091 619 29,0
ლა-ლიბერტადი LAL 13 ტრუხილიო 25 500 1 539 774 60,4
ლამბაიეკე LAM 14 ჩიკლაიო 14 231 1 091 535 76,7
ლიმა LIM 15 უაჩო 34 802 864 853 223,2
ლორეტო LOR 16 იკიტოსი 368 852 884 144 2,4
მადრე-დე-დიოსი MDD 17 პუერტო მალდონადო 85 301 92 024 1,1
მონკეგა MOQ 18 მონკეგა 15 734 159 306 10,1
პასკო PAS 19 სერო-დე-პასკო 25 320 266 764 10,5
პიურა PIU 20 პიურა 35 892 1 630 772 45,4
პუნო PUN 21 პუნო 66 997 1 245 508 18,6
სან-მარტინი SAM 22 მოიობამბა 51 253 669 973 13,1
ტაკნა TAC 23 ტაკნა 16 076 274 496 17,1
ტუმბესი TUM 24 ტუმბესი 4 046 191 713 47,4
უკაიალი UCA 25 პუკალიპა 101 831 402 445 4,0