პერტუსის კარიბჭე
პერტუსის კარიბჭე Porta Pertusa | |
---|---|
| |
კოორდინატები | 41°54′04″N 12°26′50″E / 41.9012° ჩ. გ. 12.4473° ა. გ.კოორდინატები: 41°54′04″N 12°26′50″E / 41.9012° ჩ. გ. 12.4473° ა. გ. |
მდებარეობა | იტალია, რომი |
პერტუსის კარიბჭე (იტალ. Porta Pertusa) — რომის ლეონინეს კედლის ერთ-ერთი კარიბჭე.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი შედგება სამი ღიობისაგან. აქედან ორი დამხმარე შესასვლელი მთავარი კარიბჭის ორივე მხარესაა, რომელიც დიდებული ქვის წყობითაა შემოვლებული. დღეს ის ამოშენებულია და მდებარეობს ვიალე ვატიკანოზე, ამავე სახელწოდების ქუჩის მახლობლად. მასზე ადგას საეპისკოპოსო კოშკი – წმინდა იოანეს კოშკი, რომელიც აღადგინა პაპმა იოანე XXIII-მ და რომელშიც ის ცხოვრობდა პაპობის ბოლო წლებში.
მისი აგების თარიღი საკმაოდ საკამათოა. სავარაუდოდ, იგი XIV საუკუნის ბოლოს, პაპების ავინიონიდან რომში დაბრუნების პერიოდს უკავშირდება. ამ დროს, პონტიფიკები თანმხლებებთან ერთად ვატიკანში საბოლოოდ დამკვიდრდნენ, თუმცა ლეონინეს კედლის სამი კარიბჭე[1] მოსახლეობისა და ახალი შენობების მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. მისი შექმნა წინა კედლების გაბურღვით მოხდა და სავარაუდოდ მისი გამოყენება მხოლოდ კურიისთვის იყო შესაძლებელი და არა ქალაქის ტრანსპორტისთვის. სტეფანო პიალე, რომელმაც აღნიშნა, რომ არ არსებობს ცნობები ჰუმანისტ ფლავიო ბიონდოს ჩანაწერებამდე, ვარაუდობდა, რომ იგი ანტიპაპმა იოანე XXIII-მ ააგო, რაც მის აგებას XV საუკუნის პირველ მეოთხედს მიაკუთვნებს. მეორე მხრივ, 1279 წლის დოკუმენტი შესაძლოა ამ კარიბჭეს ეხებოდეს.
ამ კარიბჭესთან ახლოს მდებარე საიდუმლო გასასვლელის შესახებ თითქმის არანაირი დოკუმენტური ცნობა არ არსებობს. ერთადერთ ცნობილ ტექსტში იგი „პორტა პალატიის“ სახელითაა მოხსენიებული.
ყველაზე მასშტაბური რესტავრაცია, რომელმაც კედლის მთელი დასავლეთი მონაკვეთიც მოიცვა, სავარაუდოდ პაპმა პიუს IV-მ 1565 წელს ჩაატარა. პაპი სამუშაოების დასრულებამდე გარდაიცვალა, თუმცა მისი ოჯახის - მედიჩის გერბის მქონე მემორიალური დაფა კარიბჭესთან ახლოსაა მოთავსებული.
ეს კარიბჭე სავარაუდოდ რამდენჯერმე დახურეს და კვლავ გახსნეს. ამ შემთხვევებიდან მხოლოდ ერთია დოკუმენტურად დადასტურებული - 1655 წლის ცნობის მიხედვით, იგი გაიხსნა შვედეთის დედოფალ კრისტინას ვიზიტის დროს.[2] 1849 წელს, რომის ფრანგული ალყის დროს, ფრანგმა ჯარისკაცებმა პერტუსის კარიბჭე ქალაქში შესვლის შესაძლო გზად მიიჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი რამდენიმე წლით ადრე ამოშენებული იყო. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფრანგთა უახლეს რუკებში ეს კარიბჭე შეცდომით ფუნქციონალურად იყო ნაჩვენები.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mauro Quercioli, "Le mura e le porte di Roma", Newton Compton, 1982
- Laura G. Cozzi, “Le porte di Roma”, F. Spinosi Ed., Rome, 1968
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The original wall of Pope Leo IV had just three accesses: the Posterula Sancti Angeli, porta San Pellegrino and the Posterula Saxonum.
- ↑ The chronicle of Gigli for the year 1655 thus states: “On the evening of 20th December the Queen arrived in Rome at two o'clock a.m., and entered through Porta Pertusa, that was already walled up, and then was opened for this purpose.” (L. G.Cozzi, “Le porte di Roma”, F.Spinosi Ed., Rome, 1968 – note 13 page 363)
- ↑ Christopher Hibbert, Garibaldi (London, St. Martin's Griffin, 2008), P. 55