შინაარსზე გადასვლა

პერსი ბრიჯმენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერსი ბრიჯმენი
ინგლ. Percy Williams Bridgman
დაბ. თარიღი 21 აპრილი, 1882(1882-04-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი კემბრიჯი[9]
გარდ. თარიღი 20 აგვისტო, 1961(1961-08-20)[9] [1] [2] [3] [5] [6] [8] (79 წლის)
გარდ. ადგილი Randolph
დასაფლავებულია Bridgman Cemetery[10]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი და Newton North High School
განთქმული მოსწავლეები რობერტ ოპენჰაიმერი
მეუღლე Olive Ware
ჯილდოები რუმფორდის პრემია[11] , გატრის ლექცია[12] , გიბსის ლექცია, ელიოტ კრესონის მედალი[13] , კომსტოკის პრემია ფიზიკაში[14] , ნობელის პრემია ფიზიკაში[15] [16] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17] , ბეიკერის სახელობის ლექცია, doctor honoris causa from the University of Paris[18] , Bingham Medal[19] და Royal Society Bakerian Medal

პერსი უილიამს ბრიჯმენი (დ. 21 აპრილი, 1882 – გ. 20 აგვისტო, 1961)—ამერიკელი ფიზიკოსი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში 1946 წელს მაღალი წნევების ფიზიკის შესახებ მისი სამუშაოსთვის. ის ყოვლისმომცველად წერდა სამეცნიერო მეთოდზე და მეცნიერების ფილოსოფიის სხვა ასპექტებზე.[20][21][22] ბრიჯმენის ეფექტი, ბრიჯმენ-სტოკბარგერის ტექნიკა და მაღალი წნევის მინერალი ბრიჯმანიტი მის სახელს ატარებს.

ბრიჯმენი დაიბადა კემბრიჯში, მასაჩუსეტსში და გაიზარდა ახლომდებარე ობურნდეილში.[23]

ბრიჯმენის მშობლები ორივე დაიბადნენ ახალ ინგლისში. მისი მამა, რეიმონდ ლენდონ ბრიჯმენი, იყო "რელიგიური და იდეალისტური" და მუშაობდა როგორც გაზეთის ჟურნალისტი. მისი დედა, მერი ენ მარია უილიამსი, აღწერილი იყო როგორც "უფრო ჩვეულებრივი, ცოცხალი და კონკურენტუნარიანი".[23]

ბრიჯმენი დადიოდა როგორც დაწყებით, ისე საშუალო სკოლაში ობურნდეილში, სადაც გამოირჩეოდა კონკურსებში კლასში, სათამაშო მოედანზე და ჭადრაკის თამაშის დროს. ბრიჯმენი იყო მორცხვი და ამაყი, მისი საოჯახო ცხოვრება შედგებოდა მუსიკის, კარტის თამაშისა და საოჯახო საქმიანობისგან. ოჯახი იყო რელიგიური; კითხულობდნენ ბიბლიას ყოველ დილით და დადიოდნენ კონგრეგაციულ ეკლესიაში. თუმცა, ბრიჯმენი მოგვიანებით გახდა ათეისტი.[23] [24]

განათლება და პროფესიული ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიჯმენი ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტში 1900 წელს და დოქტორანტურის ჩათვლით სწავლობდა ფიზიკას . 1910 წლიდან პენსიაზე გასვლამდე, ბრიჯმენი ასწავლიდა ჰარვარდში, სრული პროფესორი გახდა 1919 წელს. 1905 წელს ბრიჯმენმა დაიწყო მატერიის თვისებების კვლევა მაღალი წნევის ქვეშ. მანქანის გაუმართაობამ მას აიძულა შეეცვალა თავისი წნევის აპარატი; შედეგი იყო ახალი დასალუქი მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევდა მას შეექმნა წნევები, რომლებიც საბოლოოდ აღემატებოდა 100,000 ატმოსფეროს. ეს იყო უდიდესი განვითარება წინა მანქანებთან შედარებით, რომლებსაც შეეძლოთ მიეღწიათ მხოლოდ 3,000 ატმოსფეროული წნევისთვის.[25] ამ ახალმა აპარატმა გამოიწვია ახალი აღმოჩენების სიმრავლე, მათ შორის 100-ზე მეტი სხვადასხვა ნაერთის კუმშვადობის, ელექტრო და თბოგამტარობის, დაჭიმვის სიძლიერისა და სიბლანტის შესწავლა. ბრიჯმენი ასევე ცნობილია მეტალებში ელექტროგამტარობისა და კრისტალების თვისებების შესწავლისთვის. მან შეიმუშავა ბრიჯმენის დალუქვა და არის ეპონიმი ბრიჯმენის თერმოდინამიკური განტოლებებისთვის, რომლებიც გამოიყენეს მისი კვლევის შემდგომი განვითარებისთვის.

ბრიჯმენმა წლების განმავლობაში განავითარა მისი მაღალი წნევის აპარატი და არაერთხელ სცადა ალმასის სინთეზის შესწალა, მაგრამ ყველა ეს ცდა წარუმატებლად დამთავრდა.[26] მაღალი წნევის ტორსიის აპარატმა, რომელიც ბრიჯმენმა შექმნა,[27] მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მძიმე პლასტიკური დეფორმაციის სფეროს განვითარებას ათწლეულების შემდეგ.[28]

ბრიჯმენის მეცნიერების ფილოსოფიის წიგნი "თანამედროვე ფიზიკის ლოგიკა" (1927) იცავდა ოპერაციონალიზმს და მან შექმნა ტერმინი ოპერაციული განმარტება. 1938 წელს ბრიჯმენმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კომიტეტში, რომელიც შედგა მეცნიერების ერთიანობისთვის შექმნილი საერთაშორისო კონგრესების ორგანიზებისთვის.[29] ის ასევე იყო რასელ-აინშტაინის მანიფესტის 11 ხელმომწერიდან ერთ-ერთი.

რობერტ ოპენჰაიმერი, მანჰეტენის პროექტის დირექტორი, იყო ბრიჯმენის სტუდენტი. ბრიჯმენის მასწავლებლური უნარების შესახებ ოპენჰაიმერმა თქვა, რომ "მე მივიჩნევ ბრიჯმენს შესანიშნავ მასწავლებლად, რადგან ის არასოდეს არ ეგუებოდა, რომ რაღაცები უბრალოდ იყო ისეთი, როგორიც იყო და ყოველთვის ფიქრობდა მათზე".[30]

საოჯახო ცხოვრება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრიჯმენი მეუღლესთან და გუსტავ VI-სთან ერთად

1912 წელს ბრიჯმენი დაქორწინდა ოლივ უეარზე (1882-1972), რომელიც იყო კონექტიკუტიდან. უეარის მამა, ედმუნდ ასა უეარი, იყო ატლანტის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი. ბრიჯმენს და მის მეუღლეს ჰყავდათ ორი შვილი და დაქორწინებული იყვნენ თითქმის 50 წლის განმავლობაში, ცხოვრობდნენ უმეტესად კემბრიჯში. ოჯახს ასევე ჰქონდა საზაფხულო სახლი რენდოლფში, ნიუ-ჰემფშირში, სადაც ბრიჯმენი ცნობილი იყო როგორც გამოცდილი მთამსვლელი.[23]

ბრიჯმენი იყო "გამჭოლი ანალიტიკური მოაზროვნე" "ნაყოფიერი მექანიკური წარმოსახვით" და განსაკუთრებული ოსტატობით. ასევე იყო გამოცდილი სანტექნიკოსი და დურგალი, ცნობილი იყო იმით, რომ თავს არიდებდა პროფესიონალების დახმარებას ამ საქმეებში. ბრიჯმენი უკრავდა ფორტეპიანოზე და ამაყობდა თავისი ყვავილებისა და ბოსტნეულის ბაღებით.[23]

ბრიჯმენმა თავი მოიკლა ცეცხლსასროლი იარაღით მეტასტაზური სიმსივნეს გამო გარკვეული ხნის განმავლობაში ტანჯვის შემდეგ. მისი თვითმკვლელობის შემდეგ დატოვებული წერილი შედგებოდა მხოლოდ ორი წინადადებისგან; "არ არის ღირსეული საზოგადოების მხრიდან რომ აიძულებს ადამიანს გააკეთოს ეს თავად. ალბათ ეს არის ბოლო დღე, როდესაც შემიძლია გავაკეთო ეს თავად". ბრიჯმენის სიტყვები ხშირადაა ციტირებული ასისტირებული თვითმკვლელობის შესახებ დებატებში.[31][32][33][34]

აღიარებები და ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიჯმენმა მიიღო საპატიო დოქტორის ხარისხები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: სტივენსის ინსტიტუტი (1934), ჰარვარდი (1939), ბრუკლინის პოლიტექნიკური (1941), პრინსტონი (1950), პარიზის უნივერსიტეტი (1950) და იელი(1951). ბრიჯმენმა მიიღო ბინგემის მედალი (1951) რეოლოგიის საზოგადოებისგან, რამფორდის პრემია ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისგან (1919), ელიოტ კრესონის მედალი (1932) ფრანკლინის ინსტიტუტიდან, ოქროს მედალი Bakhuys Roozeboom Fund-იდან(1933) ჰოლანდიის სამეფო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისგან,[35] კომსტოკის პრემია (1933) მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისგან[36] და 1946 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში.[37]

ბრიჯმენი იყო ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი და მისი პრეზიდენტი 1942 წელს. ბრიჯმენი ასევე იყო ამერიკის მეცნიერების წინსვლის ასოციაციის, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოებისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი. გარდა ამისა ბრიჯმენი იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი და ლონდონის ფიზიკური საზოგადოების საპატიო წევრი.

პერსი ბრიჯმენის სახლი, მასაჩუსეტსში, არის აშშ-ს ეროვნული ისტორიული ღირსშესანიშნაობა 1975 წლიდან.[38]

2014 წელს, საერთაშორისო მინერალოგიური ასოციაციის ახალი მინერალების, ნომენკლატურისა და კლასიფიკაციის კომისიამ დაამტკიცა სახელი ბრიჯმანიტი პეროვსკიტის სტრუქტურის მქონე (Mg,Fe)SiO3-სთვის, დედამიწის ყველაზე მრავალრიცხოვანი მინერალისთვის,[39][40][41] ბრიჯმენის პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bradley R. S. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  4. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Internet Philosophy Ontology project
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 Бриджмен Перси Уильямс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. Find a Grave — 1996.
  11. https://www.amacad.org/rumford-prize-recipients
  12. https://www.scientificlib.com/en/Physics/Info/GuthrieMedalAndPrize.html
  13. https://www.fi.edu/en/laureates/percy-williams-bridgman
  14. http://www.nasonline.org/programs/awards/comstock-prize-in-physics.html
  15. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1946/
  16. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  17. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 47.
  18. https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k93896m/f465.item.zoom
  19. https://www.rheology.org/sor/awards/bingham/BridgmanP
  20. „Percy W. Bridgman“. Physics Today. 14 (10): 78. 1961. doi:10.1063/1.3057180.
  21. Bridgman, P. (1914). „A Complete Collection of Thermodynamic Formulas“. Physical Review. 3 (4): 273–281. Bibcode:1914PhRv....3..273B. doi:10.1103/PhysRev.3.273.
  22. Bridgman, P. W. (1956). „Probability, Logic, and ESP“. Science. 123 (3184): 15–17. Bibcode:1956Sci...123...15B. doi:10.1126/science.123.3184.15. PMID 13281470.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 Kemble, Edwin C.; Birch, Francis (1970) Percy Williams Bridgman – 1882–1961. National Academy of Sciences, გვ. 25, 26, 27. 
  24. Ray Monk (2013). Robert Oppenheimer: A Life Inside the Center. Random House LLC. ISBN 9780385504133. In many ways they were opposites; Kemble, the theorist, was a devout Christian, while Bridgman, the experimentalist, was a strident atheist.
  25. The Nobel Prize in Physics 1946.
  26. Hazen, Robert (1999), The Diamond Makers, Cambridge: Cambridge University Press, ISBN 0-521-65474-2
  27. Kaveh Edalati, Zenji Horita (2016). „A review on high-pressure torsion (HPT) from 1935 to 1988“. Materials Science and Engineering: A. 0921-5093: 325–352. doi:10.1016/j.msea.2015.11.074.
  28. Edalati, K.; Bachmaier, A.; Beloshenko, V.A.; Beygelzimer, Y.; Blank, V.D.; Botta, W.J.; Bryła, K.; Čížek, J.; Divinski, S.; Enikeev, N.A.; Estrin, Y.; Faraji, G.; Figueiredo, R.B.; Fuji, M.; Furuta, T.; Grosdidier, T.; Gubicza, J.; Hohenwarter, A.; Horita, Z.; Huot, J.; Ikoma, Y.; Janeček, M.; Kawasaki, M.; Krǎl, P.; Kuramoto, S.; Langdon, T.G.; Leiva, D.R.; Levitas, V.I.; Mazilkin, A.; Mito, M.; Miyamoto, H.; Nishizaki, T.; Pippan, R.; Popov, V.V.; Popova, E.N.; Purcek, G.; Renk, O.; Révész, A.; Sauvage, X.; Sklenicka, V.; Skrotzki, W.; Straumal, B.B.; Suwas, S.; Toth, L.S.; Tsuji, N.; Valiev, R.Z.; Wilde, G.; Zehetbauer, M.J.; Zhu, X. (April 2022). „Nanomaterials by severe plastic deformation: review of historical developments and recent advances“. Materials Research Letters. 10 (4): 163–256. doi:10.1080/21663831.2022.2029779. hdl:10831/114422. S2CID 246959065.
  29. Neurath, Otto (1938). „Unified Science as Encyclopedic Integration“. International Encyclopedia of Unified Science. 1 (1): 1–27.
  30. Bird, Kai (2006). American Prometheus: the triumph and tragedy of J. Robert Oppenheimer, 1st Vintage books, New York: Vintage. ISBN 978-0-307-42473-0. OCLC 695567255. 
  31. Holton, Gerald (1 February 1962). „Percy Williams Bridgman“. Bulletin of the Atomic Scientists. 18 (2): 22–23. Bibcode:1962BuAtS..18b..22H. doi:10.1080/00963402.1962.11454315. ციტირების თარიღი: 20 October 2021.
  32. Nuland, Sherwin B. (1995). How we die : reflections on life's final chapter. New York: Vintage Books, გვ. 152-153. ISBN 0-679-74244-1. 
  33. Ayn Rand Institute discussion on assisted suicide. Aynrand.org; retrieved January 28, 2012.
  34. Euthanasia Research and Guidance Organization. Assistedsuicide.org (June 13, 2003); retrieved 2012-01-28.
  35. Bakhuys Roozeboom Fund laureates. Royal Netherlands Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: January 13, 2011
  36. Comstock Prize in Physics. National Academy of Sciences. ციტირების თარიღი: February 13, 2011
  37. Nobel Prize in Physics 1946. ციტირების თარიღი: 2025-07-09
  38. James Sheire (February 1975), [[[:თარგი:NHLS url]] National Register of Historic Places Inventory-Nomination: Percy Bridgman House/Bridgman House-Buckingham School], National Park Service, თარგი:NHLS url. წაკითხვის თარიღი: June 22, 2009 and თარგი:NHLS url (519 KB)
  39. Page on bridgmanite, mindat.org; retrieved June 3, 2014.
  40. Tschauner, O., Ma, C., Beckett, J.R., Prescher, C., Prakapenka, V.B., Rossman, G.R. (2014) Discovery of bridgmanite, the most abundant mineral in Earth, in a shocked meteorite. Science: 346: 1110-1112. doi:10.1126/science.1259369
  41. Murakami, M.; Sinogeikiin S.V.; Hellwig H.; Bass J.D.; Li J. (2007). „Sound velocity of MgSiO3 perovskite to Mbar pressure“. Earth and Planetary Science Letters. Elsevier. 256 (1–2): 47–54. Bibcode:2007E&PSL.256...47M. doi:10.1016/j.epsl.2007.01.011.