შინაარსზე გადასვლა

პერსეიდები (ასტრონომია)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პერსეიდებიმეტეორთა ნაკადი, ყოველწლიურად ჩნდება აგვისტოში, პერსევსის თანავარსკვლავედიდან. წარმოიშვება მაშინ, როდესაც დედამიწა კომეტა სვიფტ-ტატლის ორბიტას კვეთს. კომეტის ზედაპირიდან ამოსული მტვრის მიკროსკოპული ნაწილაკები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოსვლისას იწვის და წარმოქმნის ე. წ. ვარსკვლავთა წვიმას.

იწყება დიდი ინტენსივობით, დროთა განმავლობაში იკლებს.

ნაკადი ავლენს აქტივობას 17 ივლისიდან 24 აგვისტომდე, ხოლო მაქსიმუმს აღწევს 12 აგვისტოს, რომლის დროსაც საათში დაახლ. 120 მეტეორის დანახვაა შესაძლებელი[1].

  1. Moore, Patrick; Rees, Robin (2011), Patrick Moore's Data Book of Astronomy (2nd ed.). Cambridge University Press, გვ. 275 (2011). ციტირების თარიღი: 10 აგვისტო 2021.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]