შინაარსზე გადასვლა

პერსევსის მკლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირმის ნახტომის სპირალური მკლავების სტრუქტურა.

პერსევსის მკლავიგალაქტიკა ირმის ნახტომის ერთ-ერთი სპირალური მკლავი ორი ძირითადი მკლავიდან. მეორეა ფარი-კენტავრის მკლავი. პერსევსის მკლავი იწყება ირმის ნახტომის პერიფერიული დასასრულიდან.[1] ადრე მიიჩნეოდა, რომ იგი მზის სისტემიდან 13 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეალური დაშორება ჩვენგან 6400 სინათლის წელია.[2]

ირმის ნახტომი შემოსაზღვრული სპირალური გალაქტიკაა ორი ძირითადი მკლავითა და რამდენიმე მცირე დეზით.[1] პერსევსის მკლავის რადიუსი დაახლოებით 10,7 კილოპარსეკია და მდებარეობს გედისა და მშვილდოსნის მკლავებს შორის.[1] სახელი ეწოდა პერსევსის თანავარსკვავედისგან, რომლის მიმართულებითაც ის დედამიწიდან ჩანს.

არსებობს ვარაუდი, რომ ჩვენი ადგილობრივი რეგიონი, რომელშიც მზის სისტემა მდებარეობს, ორიონი-გედის მკლავის სახელითაა ცნობილი, უშუალოდ პერსევსის მკლავშია განთავსებული.[1]

პერსევსის სპირალური მკლავი შეიცავს მესიეს რამდენიმე ობიექტს:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Churchwell, Ed; Babler, Brian L.; Meade, Marlin A. (2009). „The Spitzer/GLIMPSE Surveys: A New View of the Milky Way“ (pdf). Publications of the Astronomical Society of the Pacific. 121: 213–230. Bibcode:2009PASP..121..213C. doi:10.1086/597811.
  2. McKee, Maggie. (8 December 2005) Spiral arm of Milky Way looms closer than thought. New Scientist. Reed Business Information Ltd. ციტირების თარიღი: 31 October 2013.