პეროქსისომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეროქსისომის ძირითადი სტრუქტურა

პეროქსისომა — სპეციალური მეტაბოლური კომპარტმენტი, რომელიც ერთი მემბრანით არის შემოსაზღვრული. პეროქსისომები შეიცავენ ფერმენტებს, რომელთაც სხვადასხვა სუბსტრატებიდან წყალბადი გააქვთ ჟანგბადზე, თანაპროდუქტის სახით წყალბადის ზეჟანგის წარმოქმნით, სწორედ აქედან წარმოიქმნება ორგანოიდის სახელი.

ამ რეაქციებს შეიძლება მრავალი განსხვავებული ფუნქცია ჰქონდეს. ზოგიერთი პეროქსისომა ჟანგბადს იყენებს ცხიმოვანი მჟავების უფრო მცირე მოლეკულებად დასახლეჩად, რომლებიც მერე შეიძლება გადატანილ იქნან მოტოქონდრიებისაკენ, სადაც ისინი უჯრედული სუნთქვის საწვავად გამოიყენება. ღვიძლში პეროქსისომები ახდენენ ალკოჰოლისა და სხვა მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას, შხამებიდან წყალბადის ჟანგბადზე გადატანით. პეროქსისომური მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი თვითონვე არის ტოქსიკური, მაგრამ ორგანოიდი ასევე შეიცავს ფერმენტს, რომელიც მას წყლად გარდაქმნის.

სპეციალიზებული პეროქსისომები რომელთაც ეწოდება გლიოქსისომები, ნანახია მცენარეთა თესლების ცხიმის შემნახავ ქსოვილებში. ეს ორგანოიდები შეიცავენ ფერმენტებს, რომლებიც ცხიმოვანი მჟავების შაქრად გარდაქმნის ინიციირებას ახდენენ. ეს შაქარი, თესლზე ამოსულ ყლორტს შეუძლია ენერგიისა და ნახშირბადის წყაროდ გამოიყენოს, სანამ ის თვითონვე შეძლებს საკუთარი შაქრის წარმოებას ფოტოსინთეზის გზით.

ლიზოსომებისგან განსხვავებით, პეროქსისომები ენდომემბრანული სისტემებისაგან არ წარმოიშობიან. ისინი უფრო დიდები იზრდებიან ციტოზოლში წარმოქმნილი ცილების ებ-ზე სინთეზირებული ლიპიდებისა და თვით პეროქსისომებში წარმოქმნილი ლიპიდების გაერთიანებით, მას შემდეგ რაც გარკვეულ ზომას მიაღწევენ, პეროქსისომები ორად იყოფიან და ასე იზრდება მათი რიცხვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი „ბიოლოგია“, მე-7 გამოცემა, გვ.140, თბ., 2009.