პეროქსიდი
იერსახე
პეროქსიდი — ჟანგბადშემცველ ნაერთთა განსაკუთრებული ჯგუფია. ოქსიდებისაგან განსხვავებით, პეროქსიდში ჟანგბად–ატომები ერთმანეთსაც უკავშირდება და წარმოქმნის პეროქსიდ ჯგუფს. მაგალითად, წყალბადის პეროქსიდის მოლეკულური ფორმულაა H2O2, სტრუქტურული ფორმულა კი H - O - O - H. ნატრიუმის პეროქსიდის მოლეკულური ფორმულაა Na2O2, სტრუქტურული ფორმულა კი Na - O - O -Na და ა. შ.
ფიზიკური თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყალბადის პეროქსიდი უფერო, წყალში კარგად ხსნადი სითხეა. აფთიაქებში წყალბადის ზეჟანგის სახელწოდებით იყიდება მისი 3%-იანი ხსნარი. წყალბადის პეროქსიდის 30%-იან წყალხსნარს პერჰიდროლი ეწოდება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|