პეროჟავრი სივნიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პეროჟავრი სივნიელი - საქართველოს ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე (სალომე უჯარმელთან ერთად) – ძველი სტილით 15 იანვარი, ახალი სტილით - 28 იანვარი. ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს (ხს. ძვ. სტილით 14 იანვარს და 19 ივნისს; ახ. სტილით 27 იანვარს და 1 ივნისს) ერთ-ერთი უახლოესი თანაშემწე. პეროჟავრი ქართლის ერისთავის დედა იყო. წმიდა ნინო დაბა ბოდში დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ სამეფო ოჯახის წევრები და ქართლის სამეფოს დიდებულები, რომელთა შორის იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნიელიც. დედოფლებს "დამოსდიოდეს ნაკადულნი ცრემლთანი თუალთაგან მათთა განშოვრებისათჳს მოძღურისა, მოღუ[ა]წისა და სნეულთა მკურნალისა ჴელოვნისა". მათ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულ წმიდანს ჰკითხეს: "ვინაჲ ანუ ვითარ მოშუერ შენ ქუეყანასა ჩუენსა მაცხოვრად ჩუენდა, ანუ სადა-მე იყო აღზრდაჲ შენი, დედოფალო? მაუწყე ჩუენ საქმე შენი! რაჲსა იტყჳ ტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო, სანატრელო!".[1][2]

წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრი სივნიელმა ჩაიწერეს ქართველთა განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ძვ. სტილით 15 იანვარს, ახ. სიტილით 28 იანვარს, წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "მოქცევაჲ ქართლისაჲ", შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
  2. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 65-66
  • ლ. პატარიძე, პეროჟავრ სივნიელის ვინაობისათვის, ქართული წყაროთმცოდნეობა XII, თბ., 2010, გვ . 139–143