პერკედელი
|
| |
| ტიპი | ფრიტერი |
|---|---|
| რიგითობა | აპეტაიზერი |
| წარმოშობის ადგილი | ინდონეზია |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცხელი ან ოთახის ტემპერატურის |
| მთავარი ინგრედიენტები |
კარტოფილი და ცომი |
პერკედელი ― ინდონეზიური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ბოსტნეულის ფრიტერი[1] . ის ყველაზე ხშირად კარტოფილის პიურესგან მზადდება[2][3], თუმცა არსებობს სხვა პოპულარული ვარიაციებიც[4], როგორიცაა პერკედელ ჯაგუნგი (სიმინდის პერკედელი), პერკედელ ტაჰუ (ტოფუს პერკედელი) და პერკედელ იკანი (დაკეპილი თევზის პერკედელი). კერძს იავურ ენაზე, ისევე როგრც მალაიზიასა და სინგაპურში, ბეგედილს უწოდებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი მოცემულ ქვეყნებში იაველმა ემიგრანტებმა შეიტანეს.
წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ითვლება, რომ პერკედელი წარმოიშვა ჰოლანდიური ფრიკადელენისგან, რომელიც ხორცის ბურთულებისგან შემდგარი კერძია. ეს განპირობებულია ინდონეზიის ისტორიული და კოლონიური კავშირით ნიდერლანდებთან. ფრიკადელენისგან განსხვავებით, პერკედელის მთავარი ინგრედიენტი არა ხორცი, არამედ კარტოფილის პიურეა.
ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიურედ ქცევამდე კარტოფილის ნაჭრებს არ ხარშავენ, რადგან ამან შეიძლება პერკედელი ზედმეტად თხევადი გახადოს. ამის ნაცვლად, მას ღუმელში წვავენ. შემწვარი კარტოფილის პიურეს 1:1 თანაფარდობით ურევენ დაკეპილ ან მარინირებულ საქონლის ხორცს, თუმცა შესაძლოა პერკედელი საერთოდ არ შეიცავდეს მას. ამ ნარევს უმატებენ დაჭრილ მწვანე ხახვს და აზავებენ თეთრი წიწაკის ფხვნილით, შემდეგ მიღებული მასისგან აკეთებენ ბრტყელ, მრგვალ კატლეტებს და წვავენ.
კარტოფილის პიურეს გარდა, პერკედელის ინგრედიენტებად ასევე გამოიყენება ჩვეულებრივი ან მწვანე ხახვი, კრევეტები, თევზი, სიმინდი ან დაფქული ტოფუ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Indonesian corn fritters (perkedel jagung)“. South China Morning Post. ციტირების თარიღი: 31 January 2021.
- ↑ Pepy Nasution. (February 2, 2012) Potato Perkedel Patties Recipe. Indonesia Eats. ციტირების თარიღი: 15 July 2015
- ↑ Rohmitriasih, Mimi. (2022-03-21) Ternyata Begini Asal Usul Sejarah Perkedel Jadi Makanan Indonesia id. ციტირების თარიღი: 2025-02-14
- ↑ Perkedel Kentang. Tasty Indonesian Food. ციტირების თარიღი: 15 July 2015