შინაარსზე გადასვლა

პერიფერიული მოწყობილობა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პერიფერიული მოწყობილობა (ინგლ. peripheral) — კომპიუტერზე მისაერთებელი გარე მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერში ინფორმაციის შეტანის ან მისგან მიღების საშუალებას იძლევა. ასეთი მოწყობილობები არ ითვლება ძირითადად და მათი გათიშვა კომპიუტერიდან არ იწვევს მისი მუშაობის შეფერხებას. მაგრამ კომპიუტერების უმრავლესობა მუშაობს პერიფერიულ მოწყობილობებთან ერთად (მაგ. პრინტერი, სკანერი, პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და სხვ.)

პერიფერიული მოწყობილობები იყოფა სამ ტიპად:

  • შემტანი მოწყობილობები (თაგუნა, მიკროფონი, სენსორული ეკრანი და ა.შ.)
  • გამომტანი მოწყობილობები (პრინტერი, დინამიკები, მონიტორი და ა. შ.)
  • შემნახველი მოწყობილობები (HDD, FDD, USB და ა. შ.)

ზოგჯერ ერთი პერიფერიული მოწყობილობა ერთდროულად მიეკუთვნება სხვადასხვა ტიპს. მაგ. დისკის ჩამწერ-წამკითხველი მოწყობილობა, ინტერაქტიული დაფა, მოდემი და სხვ.

  • ა. ბენაშვილი, გ. ბენაშვილი, ს. სულხანიშვილი, კომპიუტერის პერიფერიის ორგანიზაცია (სახელმძღვანელო). თბილისი. საქ.უნ-ტი. 2016.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]