შინაარსზე გადასვლა

პერიოდული გამოცემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პერიოდული გამოცემა, პერიოდული ბეჭდვითი სიტყვა — იმ ბეჭდური გამოცემების ერთობლიობა, რომლებსაც უშვებენ დროის გარკვეულ მონაკვეთში. წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. პერიოდული ბეჭდვითი სიტყვას განეკუთვნება გაზეთები, ჟურნალები, პერიოდული კრებულები და ბიულეტენები. მისი დამახასიათებელი ნიშნებია გამოცემის რეგულარულობა, ყველა გამოშვებისათვის ერთი სახელწოდების მიკუთვნება, რედაქტორის ან რედკოლეგიის, წლებისა და თარიღების, ნომრებისა და ტომების მითითება. გაზეთი შეიძლება გამოდიოდეს ყოველდღიურად, კვირაში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ (არის ყოველთვიური გაზეთიც), ჟურნალები არის ყოველკვირეული, ორკვირეული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური.