პერიოდი (მუსიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორი 5-ტაქტიანი ფრაზისგან შემდგარი პერიოდი ჰაიდნის „ფელდპარტიტაში“

პერიოდი — მუსიკალური ნაგებობა, რომელშიც გადმოცემულია მეტნაკლებად დასრულებული მუსიკალური აზრი. პერიოდი ჩვეულებრივ შედგება 2 წინადადებისაგან (4- ან 8-ტაქტიანი), რომლებიც იყოფიან ფრაზებად. განარჩევენ განმეორებადი და არაგანმეორებადი აგებულების პერიოდს; პერიოდი შეიძლება იყოს არასიმეტრიული, გაფართოებული მე-2 წინადადებით; გვხვდება აგრეთვე 3-წინადადებიანი პერიოდი. პერიოდი შეიძლება იყოს ერთტონალური და მოდულირებული (იხ. ტონალობა); პერიოდი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც მუსიკალურ ნაწარმოების მონაკვეთს, ისე ჰომოფონიური მუსიკის დამოუკიდებელ უმარტივეს ფორმას.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პერიოდი // ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი : რუსულ-ქართული / შემდგ. ა. ყიფშიძე, თბ.: „განათლება“, 1985. — გვ. 521.