პერიეკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პერიეკები პ ე რ ი ო ი კ ე ბ ი — სოციალური ფენა ძველ საბერძნეთში, მოსახლეობის არასრულუფლებიანი ნაწილი არგოსში, თესალიაში, კრეტასა და განსაკუთრებით სპარტაში. პერიეკები იყვნენ იმ მკვიდრი მოსახლეობის შთამომავალნი, რომელნიც დორიელებმა დაიპყრეს და ლაკონიკეს განაპირა მხარეში განდევნეს. ჰილოტებისაგან განსხვავებით, პერიეკები პირადად თავისუფალნი იყვნენ, ფლობდნენ მიწის ნაკვეთს და უნდა ემსახურათ მძიმედ შეიარაღებულ ქვეით ჯარში, თუმცა პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ. პერიეკების თემი შეზღუდული თვითმმართველობით სარგებლობდა. ისინი ხელოსნობასა და ვაჭრობასაც მისდევდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]