პერიდიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერიდიუმი

პერიდიუმი (ბერძნ. perídion – ჩანთა) — სხვადასხვა სოკოს ნაყოფსხეულის გარსი ანუ კედელი; შედგება უჯრედთა ერთი ან რამდენიმე ფენისაგან.[1] განასხვავებენ გარე — ეგზოპერიდიუმს და შიგა — ენდოპერიდიუმს. ეგზოპერიდიუმს აქვს კრიალა ზედაპირი ან დაფარულია მინაზარდის სხვადასხვა ფორმით — ქერცლითა და სხვა. ეგზოპერიდიუმი იცავს გლებას და სპორის მომტან მასას. უბრალო მიწისქვეშა ფორმებში პერიდიუმი დაკეტილი რჩება სპორის მომწიფებამდე. პერიდიუმის აგებულება ზოგიერთი ჩანთიანი სოკოს მნიშვნელოვანი ტაქსონომიური ნიშანია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]