პერესტიანის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერესტიანის სახლი
რუს. Дом Перестиани
კოორდინატები 47°12′49″N 38°56′08″E / 47.21372° ჩ. გ. 38.93566° ა. გ. / 47.21372; 38.93566
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მესამე მეოთხედი

პერესტიანის სახლი (რუს. Дом Перестиани) — ძველი ორსართულიან სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში.

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 64[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860-იან წლებში თანამედროვე ბერძნების ქუჩა ნომერ 64-ში ააგეს ორსართულიან სახლი, რომელიც 1880 წლისთვის იყოჩინოვნიკ ნიკოლაი ათანასეს ძე პერესტიანის კუთვნილება. იგი წარმოშობით იყო ვაჭრების ოჯახიდან, ეკავა მშვიდობის მოსამართლის თანამდებობა და იყო ტაგანროგის მსახიობთა საზოგადოების წევრი[1]. პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და პირველ ცოლს გაშორდა. ნიკოლაი პერესტიანის ჰყავდა ორი შვილი, რომელიც გააჩინა ქორწინების გარეშე მსახიობ ანა სოლოდუხინასთან. ნიკოლაი პერესტიანმა ყველა ღონე იხმარა, რომ კანონიერ შვილებად ეღიარებინა ბავშვები. ამ ბავშვებიდან უმცროსი გახდა ცნობილი კინორეჟისორი და მსახიობი ივანე პერესტიანი, ავტორი ფილმებისა „წითელი ეშმაკუნები“ და „სამი სიცოცხლე“. მისი მეორე ოფიციალური ცოლი იყო ლიდია პეტროპავლოვსკაია - კოლეჟის ასესორის ქვრივი. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა სამი ბავშვი: ლიდია, ლიუდმილა და მსტისლავი. ნიკოლაი ათანასის ძე გარდაიცვალა 1899 წელს[2].

1890 წლიდან 1906 წლამდე სახლი იმყოფებოდა ლიდია პერესტიანის კუთვნილებაში. 1915 წელს სახლის მფლობელი გახდა ელენა კოვალევსკაია[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორსართულიანი სახლი აგებულია აგურისაგან ქვის ფუნდამენტზე. 1871 წლისათვის სახლს ჰქონდა ფლიგელი, დიდი ეზო და კიდევ ერთი ხის ნაგებობა[2]. სახლის ფასადი პირველი სართლის დონეზე რუსტირებულია. აგურის პილონებს შოის მდებარეობს რკინის ჭიშკარი და კარიბჭე. პირველ სართულზე მდებარე ფანჯრები გაფორმებულია ქვის ციხესიმაგრის ქვებით და ლომის ნიღბებით. მეორე სართულის ფანჯრები სწორკუთხაა[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Энциклопедия Таганрога, Ростов-на-Дону, Росиздат, 2003
  2. 2.0 2.1 Дом 64, Греческая улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-17. ციტირების თარიღი: 2017-03-17.