პერდიკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პერდიკე, პერდიქსი (ძვ. ბერძნ. Perdix, „კაკაბი“) — დედალოსის და ტალოსის დედა. ათენელმა დიდოსტატმა შურით აკროპოლისის კლდიდან გადაჩეხა დისწული ტალოსი, რომელიც თითქოს კაკბად იქცა, რადგან ხელოვანთა მფარველმა ათენამ ყმაწვილი არ გასწირა. ამიტომაც კაკაბი სიმაღლეს ერიდება. სულ დაბლა-დაბლა დაფრინავს; ზოგი ვერსიით, დედალოსმა თვით თავისი ნათესავი პერდიკე გადააგდო, მაგრამ აპოლოდორე და სხვა ავტორები გარკვევით წერენ, რომ პერდიკე დედალოსის და იყო, აკროპოლიდან (და არა ტაძრიდან) კი გადააგდო პერდიკეს ძე ტალოსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 401, თბ., 1983