პენსილვანიის უნივერსიტეტის არქოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმი
პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმი | |
---|---|
ინგლ. The University of Pennsylvania Museum of Archeology and Anthropology | |
39°56′56″ ჩ. გ. 75°11′28″ დ. გ. / 39.94889° ჩ. გ. 75.19111° დ. გ. | |
დაარსდა | 1887 |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | ფილადელფია |
კლასიფიკაცია | ანთროპოლოგია და არქეოლოგია |
ოფიციალური საიტი | http://www.penn.museum |
პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმი — არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ნაწილი. ის მდებარეობს უნივერსიტეტის კამპუსში, ფილადელფიის უნივერსიტეტის ქალაქის სამეზობლოში, 33-ე და სამხრეთ ქუჩების კვეთაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმი - რომელმაც ჩაატარა 300 -ზე მეტი არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური ექსპედიცია მთელს მსოფლიოში - დაარსდა უილიამ პეპერის ადმინისტრაციის დროს. [1] 1887 წელს, პროვოსტ პეპერმა დაარწმუნა პენსილვანიის უნივერსიტეტის რწმუნებულები, აეშენებინათ ცეცხლგამძლე შენობა, სადაც შეინახებოდა თანამედროვე ერაყის, (მაშინ ოსმალეთის იმპერიის ნაწილი) ნიფურის ექსპედიციის არტეფაქტები. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მუზეუმები რეგულარულად აფინანსებდნენ ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ამგვარ არქეოლოგიურ გათხრებს და მათი აღმოჩენების მფლობელობას უზიარებდნენ მასპინძელ ქვეყანას.
დღეს მუზეუმის გალერეის სამ სართულზე განთავსებულია მასალები, უძველესი სამყაროდან, ეგვიპტედან, ახლო აღმოსავლეთიდან, მესოპოტამიიდან, აღმოსავლეთ აზიიდან და მეზოამერიკადან, მუზეუმში ასევე ინახება აფრიკული და მშობლიური ამერიკის ძველი არტეფაქტები. 1958 წლიდან პენის მუზეუმი გამოსცემს ჟურნალს, ექსპედიცია. (ISSN 0014-4738 ) [2] მუზეუმის კოლექციები უზრუნველყოფს სტუდენტთა კვლევის რესურსებს და მუზეუმი მასპინძლობს სამაგისტრო ჯგუფს ხმელთაშუა სამყაროს ხელოვნებასა და არქეოლოგიაში.
მუზეუმის შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი განთავსებულია არტს-ენდ-კრაფტსის და ეკლექტიკური სტილის შენობაში, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის კამპუსის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. თავდაპირველი ორიგინალური შენობა (რომელიც შემდეგ რამდენიმეჯერ გაფართოვდა) რეალურად იყო დღევანდელი აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი მუზეუმის მესამედი ნაწილი. არსებული შენობის მახასიათებლებია დრამატული როტონდა, ეზოები და ბაღები, შადრევანი, ამრეკლავი აუზი, მინის მოზაიკა, რკინის კარიბჭეები და ქვის ქანდაკება. პენის მუზეუმი შეიქმნა ფილადელფიის არქიტექტორთა გუნდის მიერ. ყველა მათგანი უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ესენი არიან: ვილსონ ეირი, კოპი და სტიუარდსონი და ფრენკ მაილს დეი . მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა 1899 წელს, მალევე განათავსეს ნიფურის უძველეს ადგილას ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული ნივთები. 1915 წელს როტონდა, რომელშიც განთავსებულია ჰარისონის აუდიტორია, დასრულდა. ჩარლზ კლაუდერმა შექმნა კოქსის მემორიალური ნაწილი, რომელიც გაიხსნა 1926 წელს მუზეუმის ეგვიპტური კოლექციის შესანახად.
კოქსის მემორიალური ეგვიპტური ფრთა მუზეუმს დაემატა 1924 წელს, მუზეუმის ყოფილი საბჭოს პრეზიდენტის ეკლი კოქსის ანდერძით დატოვებული ფულადი სახსრებით. მუზეუმის ადმინისტრაციული ნაწილი დაემატა 1929 წელს, ხოლო აკადემიური ფართი, რომელიც უზრუნველყოფდა ლაბორატორიებს ანთროპოლოგიის განყოფილებისა და საკლასო ოთახებისთვის, გაიხსნა 1971 წელს. 2002 წელს მუზეუმს დაემატა კოლექციების საცავისთვის გამოყოფილი ფართობი.
მუზეუმის ბიბლიოთეკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის ბიბლიოთეკა შეიქმნა 1900 წელს, როდესაც შეძენილი იქნა პენსილვანიის უნივერსიტეტის ამერიკული არქეოლოგიისა და ენათმეცნიერების პროფესორის დანიელ გარისონ ბრინტონის პირადი ბიბლიოთეკა. ეს ბიბლიოთეკა შეიცავს დაახლოებით 4,098 ტომს, ძირითადი მასალა ეხება ამერიკელი მკვიდრი ხალხების ეთნოლოგიას და ლინგვისტიკას. ბიბლიოთეკა ასევე მოიცავს თითქმის ორასი ტომის ხელნაწერ კრებულს, რომელიც ეხება ცენტრალური ამერიკის იმ ენების შესწავლას, რომელთა უმეტესობა ან გადაშენების პირასაა ან მთლიანად გაქრა. ბიბლიოთეკის თავდაპირველი ადგილი იყო Furness Building, შემდეგ, 1898 წელს, კოლექცია მუზეუმში გადაიტანეს.
ბიბლიოთეკის კოლექციას პერსონალი ზედამხედველობდა, რომელიც ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, 1942 წელს კი მუზეუმის პირველი სრულ განაკვეთზე მომუშავე ბიბლიოთეკა გახდა სინტია გრიფინი. გრიფინის დროს კოლექცია და ბიბლიოთეკა მრავალი მოვლენის მომსწრე გახდა. მის მოსვლამდე ბიბლიოთეკა მხოლოდ მუზეუმის თანამშრომლებითა და უნივერსიტეტის პროფესორით შემოიფარგლებოდა; თუმცა, გრიფინის დროს, ბიბლიოთეკით სარგებლობა სტუდენტებმაც დაიწყეს, ასევე გაზარდა საკომუნიკაციო ქსელები მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკებთან. ოცი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკის კოლექცია გაორმაგდა, მისი მოცულობა 1945 წელს კოლექციაში 20,000 ტომი იყო, 1965 წელს კი 46,000 ტომისგან შედგებოდა. ხოლო 1971 წლისთვის კოლექციის სიგანე 50,000 -ზე მეტი ტომით შემოიფარგლებოდა, შემდეგ იზრდებოდა ყოველწლიურად 14,000 ტომით.
კოლექციაში წარმოდგენილი დისციპლინების სპექტრი სპეციფიკურია თავად მუზეუმისთვის და მოიცავს ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის ყველა განყოფილებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მეზოამერიკული არქეოლოგიის სფეროში გამოქვეყნებულ ნაშრომებზე, ასევე იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც ეხება უნივერსიტეტის პროფესორთა მიმდინარე კვლევებს. 2008 წლის მონაცემებით ბიბლიოთეკის კოლექციაში დაახლოებით 115,000 ტომია. ბიბლიოთეკა მომხმარებელს უზრუნველყოფს კომპიუტერული მოწყობილებებით და პრინტერებით. ბიბლიოთეკა 154 ადამიანისთვის არის განკუთვნილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- University of Pennsylvania. University Museum, University of Pennsylvania. University Museum. Section of Oriental Art (1917). University museum: section of oriental art. University of Pa..
- Brody, J. J., and Rebecca Allen. Beauty From the Earth: Pueblo Indian Pottery From the University Museum of Archaeology and Anthropology. Philadelphia: The University Museum, 1990.
- Danien, Elin C. Guide to the Mesoamerican Gallery At the University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology. Philadelphia: University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology, 2002.
- Pezzati, Alessandro. Adventures In Photography: Expeditions of the University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology. Philadelphia: University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology, 2002.
- Pezzati, Alessandro, Jane Hickman, and Alexandra Fleischman. “A Brief History of the Penn Museum.” Expedition 54, no. 3 (2012): 4–19.
- Quick, Jennifer. Magnificent Objects From the University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology. Philadelphia: University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology, 2004.
- Romano, Irene Bald. Classical Sculpture: Catalogue of the Cypriot, Greek, and Roman Stone Sculpture In the University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology. Philadelphia: University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology, 2006.
- Rose, Charles Brian, and G. Darbyshire. The Golden Age of King Midas Exhibition Catalogue. Philadelphia: University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology, 2016.
- Silverman, David P. Searching for Ancient Egypt: Art, Architecture, and Artifacts From the University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology. Ithaca, NY: Cornell University Press, 1997.
- Turfa, Jean. Catalogue of the Etruscan Gallery At the University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology. Philadelphia: University of Pennsylvania Press, 2003.
- White, Donald, and Lee Horne. Guide to the Etruscan and Roman Worlds At the University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology. Philadelphia: University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology, 2002.
- Williams, Lucy Fowler. Guide to the North American Ethnographic Collections At the University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology. Philadelphia: University of Pennsylvania Museum of Archaeology and Anthropology, 2003.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის ვებგვერდი
- მუზეუმის მუდმივი გამოფენები დაარქივებული 2015-09-06 საიტზე Wayback Machine.
- ჟურნალი ექსპედიცია
- სამაგისტრო ჯგუფი ხმელთაშუა სამყაროს ხელოვნებასა და არქეოლოგიაში
- აბრეშუმის გზის საიდუმლოებები, UPenn მუზეუმი, სიმპოზიუმი: აბრეშუმის გზის ხელახალი კონფიგურაცია, ახალი კვლევები აღმოსავლეთ-დასავლეთის გაცვლაზე ანტიკურ ხანაში
- "სიძველეებით სავსე მუზეუმი მოიცავს თანამედროვეობას", ჯონ ჰარდლი, The New York Times, 2012 წლის 4 დეკემბერი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cheyney, Edward Potts (1940). History of the University of Pennsylvania, 1740-1940. Philadelphia: University of Pennsylvania Press. Cheyney, Edward Potts (1940). History of the University of Pennsylvania, 1740-1940. Philadelphia: University of Pennsylvania Press.
- ↑ „Expedition Magazine“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-09. ციტირების თარიღი: 2021-09-30.
- მუზეუმები
- 1887 წელს დაარსებული მუზეუმები
- მუზეუმები დაარსების წლის მიხედვით
- ფილადელფიის მუზეუმები
- კოლექციები
- პენსილვანიის მუზეუმები
- აშშ-ის ანთროპოლოგიის მუზეუმები
- პენსილვანიის ანთროპოლოგიური მუზეუმები
- აშშ-ს აზიური ხელოვნების მუზეუმები
- ძველი ახლო აღმოსავლეთის მუზეუმები
- აშშ-ის აფრიკული ხელოვნების მუზეუმები
- გვერდები რუკებით