პენჟინის უბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პენჟინის უბე
რუს. Пенжинская губа
კოორდინატები 61°21′12″ ჩ. გ. 162°44′52″ ა. გ. / 61.35333° ჩ. გ. 162.74778° ა. გ. / 61.35333; 162.74778
აუზი შელიხოვის ყურე (ოხოტის ზღვა)
ქვეყნები რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი უბე
მაქსიმალური სიღრმე 62
სიგრძე 300 კმ
სიგანე 65 კმ
ჩამდინარე მდინარეები პენჟინა
პენჟინის უბე — რუსეთი
პენჟინის უბე
პენჟინის უბე ვიკისაწყობში

პენჟინის უბე[1] (რუს. Пенжинская губа) — უბე ოხოტის ზღვის შელიხოვის ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, ჩრდილო-აღმოსავლეთ ევრაზიის ნაპირებთან. სიგრძე 300 კმ, საშუალო სიგანე 65 კმ, სიღრმე 62 მ-მდე, მოქცევის სიმაღლე 12,9 მ-მდე (უდიდესია წყნარ ოკეანეში). აღმოსავლეთ ნაპირი ძლიერ დასერილია, უდიდესი ნაწილი — ფლატოვანი, მდინარეთა შესართავების ზონები დაჭაობებულია. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამოიყოფა მამეტჩინის ყურე და რეკინიკის უბე. გაყინულია ოქტომბრის ბოლოდან აპრილამდე, წარმოადგენს ოხოტის ზღვის მცურავი ყინულის წყაროს. პენჟინის უბეში ჩაედინება მდინარე პენჟინა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 161.
  2. Пенжинская губа // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 552.