შინაარსზე გადასვლა

პელჰრჟიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პელჰრჟიმოვი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ვისოჩინის მხარე
შიდა დაყოფა Benátky[1] , Bitětice[1] , Čakovice[1] , Hodějovice[1] , Houserovka[1] , Chvojnov[1] , Janovice[1] , Jelcovy Lhotky[1] , Kocourovy Lhotky[1] , Lešov[1] , Lipice[1] , Myslotín[1] , Nemojov[1] , Ostrovec[1] , Pejškov[1] , Pobistrýce[1] , Radětín[1] , Radňov[1] , Rybníček[1] , Skrýšov[1] , Služátky[1] , Starý Pelhřimov[1] , Strměchy[1] , Útěchovičky[1] , Vlásenice[1] , Vlásenice-Drbohlavy[1] და Pelhřimov
კოორდინატები 49°25′52″ ჩ. გ. 15°13′22″ ა. გ. / 49.43111° ჩ. გ. 15.22278° ა. გ. / 49.43111; 15.22278
მმართველი Ladislav Med
პირველი ხსენება 1289
ფართობი 95,28 კმ²
ცენტრის სიმაღლე 494 მეტრი
მოსახლეობა 16 206 (1 იანვარი, 2025)[2]
საფოსტო ინდექსი 393 01[3]
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი http://www.mestopelhrimov.cz/
პელჰრჟიმოვი — ჩეხეთი
პელჰრჟიმოვი

პელჰრჟიმოვი (ჩეხ. Pelhřimov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ქალაქი პელჰრჟიმოვის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. პელჰრჟიმოვის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

პელჰრჟიმოვის სახელწოდება პირადი სახელი Pelhřim-იდან მომდინარეობს. ლეგენდის მიხედვით ქალაქი ვარტენბერგის ეპისკოპოსმა პელჰრჟიმმა (Peregrinus) დაახლოებით 1225 წელს დააარსა.[4]

პელჰრჟიმოვი ფართობით საკმაოდ დიდი ქალაქია, მისი ფართობი 95 კვადრატულ კილომეტრს აჭაბებს და ამ მონაცემებით ის პირველ ადგილზეა ვისოჩინის მხარეში. ის იჰლავიდან დასავლეთით, დაახლოებით 37 კილომეტრში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორია კრჟემეშნიკის მთიანეთშია, უმაღლესი წერტილის სიმაღლე 700 მეტრია ზღვის დონიდან. პელჰრჟიმოვის ტერიტორიაზე მიედინება პატარა მდინარე ბელა. ის აგრეთვე მდიდარია სათევზაო ტბორებით.

აქ არსებული უძველესი დასახლება XIII საუკუნის პირველ ნახევარში წმინდა ვიტუსის ეკლესიის მახლობლად დაარსდა. პელჰრჟიმოვი ისტორიულ წყაროებში პირველად 1289 წლებში ჩნდება. პირველი ისტორიული ცნობით ის ჰლუბოკელმა ვიტეკმა დაარბია. 1290 წელს მეფე ვაცლავ II-მ ბეჩინეს ეპისკოპოს ტობიაშს ქალაქის განახლებისა და გამაგრების უფლება მისცა. თავდაპირველად პელჰრჟიმოვი ძირითადად გერმანელი კოლონისტებით დასახლდა. საუკუნეთა განმავლობაში ჩეხები უმრავლესობად ჩამოყალიბდნენ.[5]

ჰუსიტურ ომებში პელჰრჟიმოვი ჰუსიტებს მიემხრო. ომიანობის დასრულების შემდეგ ქალაქის ხელსაყრელმა მდგომარეობამ მის განვითარებაზე დადებითად იმოქმედა.

ის როზენბერგების ოჯახისა და კუნშტატის დიდგვაროვნების სამფლობელოს საზღვარზე მდებარეობდა. 1446–1450 წლებში პელჰრჟიმოვის სამეფო სათათბირო ადგილად აირჩიეს, რომელსაც მეფე ირჟი პოდებრადელი ესწრებოდა. კრემეშნიკის მახლობლად ვერცხლის მოპოვებამ ხელი შეუწყო პელჰრჟიმოვის გაფართოებას. ქალაქში ხელოსნობა აყვავდა. 1434 წელს ის ლიპელმა დიდგვაროვანმა ტრჩკებმა შეიძინეს. მათ 1550 წელს მამული მიჰყიდეს რჟიჩანელ ადამ რიჩანსკის, რომელმაც ქალაქის გალავანთან ახლოს ციხესიმაგრე ააშენა. რჟიჩანელი დიდგვაროვნები ციხესიმაგრეში 1572 წლამდე ცხოვრობდნენ, სანამ ქალაქმა თავისუფალი ქალაქის უფლებები არ გამოისყიდა.[5]

პელჰრჟიმოვის ციხესიმაგრე

1596 წელს იმპერატორმა რუდოლფ II-მა პელჰრჟიმოვს სამეფო ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბოჰემიის აჯანყების შემდეგ დაწყებულმა რეპრესიებმა ქალაქის პერსპექტიული განვითარება შეაფერხა. 1646 წელს ძლიერმა ხანძარმა ქალაქს მძიმე ზიანი მიაყენა და შენობათა უმეტესობა გაანადგურა. 1766 წელს კიდევ ერთმა გამანადგურებელმა ხანძარმა ქალაქი კვლავ დააზარალა. მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები ერთიანად აღდგა რენესანსულ-ბაროკოს სტილში, რის შედეგადაც ხანძრებმა ქალაქის არქიტექტურულ ერთგვაროვნებას შეუწყო ხელი.[5]

მუნიციპალური თეატრი

XIX საუკუნეში ეროვნული მოძრაობის აღორძინებასთან პარალელურად ქალაქში კულტურული განვითარება შეინიშნებოდა. დაარსდა პატრიოტული გაერთიანებები, თეატრალური და საგუნდო კოლექტივები. 1707 წლის მარილის სახლი გადაკეთდა ეროვნულ სახლად და დღეს იგი პელჰრჟიმოვის თეატრის ფუნქციას ასრულებს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ქალაქის ინდუსტრიალიზაცია, ამ პერიოდში პელჰრჟიმოვში დაიწყეს კბილის ჯაგრისების, წინდებისა და თეთრეულის ქსოვილის. აგრეთვე განვითარდა სასოფლო-სამეურნეო იარაღების წარმოება.[5]

1890 წელს რუჟოვას ქუჩაზე არქიტექტორ მაქს ფლაიშერის პროექტით აშენდა ნეოგოთიკური სინაგოგა. სინაგოგა 1967 წელს დაანგრიეს.[6]

პელჰრჟიმოვი რეგიონული ინდუსტრიული ცენტრია, სადაც განსაკუთრებით განვითარებულია საკვები მრეწველობა, ინჟინერია და სამომხმარებლო საქონლის წარმოება.

ქალაქის უდიდესი კომპანიაა „აგროსტროი“ (Agrostroj), რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს. იგი 1896 წელს დაარსდა და 1 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.[7][8] ქალაქში მოქმედ სხვა საწარმოებს შორისაა „Spojené kartáčovny (SPOKAR)“ — ჯაგრისების მსხვილი მწარმოებელი; „Rimowa“ — სამოგზაურო ჩემოდნების მწარმოებელი კომპანია; „Koh-i-Noor Hardtmuth“-ის ფილიალი — სამხატვრო და საოფისე მასალების მწარმოებელი. აგრეთვე „FIA ProTeam“ — საღებავი ხელსაწყოების მწარმოებელი.[8]

საკვები მრეწველობა ძირითადად რეგიონში მოყვანილი მოსავლის გადამუშავებას ეფუძნება. „Škrobárny Pelhřimov“ — კარტოფილის სახამებელის ქარხანა — 1871 წელს დაარსდა.[9] რძის პროდუქტების კომპანია „Madeta“-ს ადგილობრივი ფილიალი პელჰრჟიმოვში შეფუთულ რძეს 1942 წლიდან აწარმოებს.[10] საცხობი „Adélka“, რომელიც 1990 წელს დაარსდა, აწარმოებს ცომეულსა და ფქვილს და თითქმის 300 ადამიანს ასაქმებს.[11] „ZZN Pelhřimov“, რომელიც Agrofert-ის კონგლომერატის ნაწილია, აწარმოებს საკვებს ფერმერული ცხოველებისთვის და 250-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ქალაქში მოქმედებს ლუდსახარში პოუტნიკი, რომელიც ლუდს 1552 წლიდან ხარშავს[8][12]

ქალაქში ხუთი საჯარო სკოლაა. საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორისაა გიმნაზია ბიზნეს აკადემიით, პროფესიული სასწავლებელი და სასტუმრო მენეჯმენტის საშუალო სკოლა, ასევე ტექნიკური საშუალო სკოლა პროფესიულ სასწავლებელთან ერთად.[13]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ცენტრი მოიცავს მასარიკის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებს. იგი ქვის გალავნით იყო შემოსაზღვრული, რომლის ნაწილებიც დღემდეა შემორჩენილი.

მოედანი გარშემორტყმულია კარგად შემონახული ბაროკოსა და რენესანსის სტილის სახლებით, არკადებითა და დეკორირებული ფასადებით. ასევე გვხვდება არტ-ნუვოს ნაგებობები. „შრეინარის“ სახლი 1614 წელს რენესანსის სტილში აშენდა. აქ განთავსებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ლიპსკების ოჯახის მემორიალური დარბაზი. სამრევლო სახლი ბაროკოს ფასადით და მანსარდული სახურავით 1913–1914 წლებში არქიტექტორ პაველ იანაკის პროექტით კუბისტურ სტილში გადაკეთდა.[14]

№17 ბურგრაფის სახლი 1561 წლის ხანძრის შემდეგ აღადგინეს. მასში შერწყმულია რენესანსის, ნეოკლასიციზმისა და იმპერიული სტილის ელემენტები. ფასადი მორთულია სგრაფიტოთი. დღეს აქ მოქმედებს სამხატვრო გალერეა და საშინელებათა მუზეუმი.[14]

მოედნის შუაგულში მდებარეობს შადრევანი წმინდა იაკობ ზებედესის ქანდაკებით. იგი პირველად 1546 წელს მოიხსენიება, ხოლო დღევანდელი სახე 1828 წლით თარიღდება.[14]

1550 წლის რენესანსის სასახლემ ძველი მამული ჩაანაცვლა. მისი უძველესი ნაწილი გოთიკური ბასტიონია, რომელიც 1561 წლის ხანძრის შემდეგ სასახლეში ინტეგრირდა. შემორჩენილი სამი კარიბჭიდან ერთ-ერთი ასევე სასახლის ნაწილია. 1682 და 1766 წლების ხანძრების შემდეგ ჩატარდა მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციები. 1908 წლიდან აქ განთავსებულია ვისოჩინის მუზეუმი, რომლის ექსპოზიციები ეძღვნება რეგიონალურ ისტორიასა და ეთნოგრაფიას, ქალაქის საპყრობილესა და წამების იარაღებს, აგრეთვე ადგილობრივ მოქანდაკეებს იოზეფ და ზდენეკ შეინოსტებს. ქვედა (იჰლავის) და ზედა (რინარეცის) კარიბჭეები XVI საუკუნეში აშენდა. ქვედა კარიბჭე 36-მეტრიანი ხუთსართულიანი ნაგებობაა და დღეს რეკორდებისა და კურიოზების მუზეუმს მასპინძლობს.[14]

წმინდა ბართლომეს ეკლესია ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. იგი XIII საუკუნის ბოლოს ან XIV საუკუნის დასაწყისში გოთიკურ სტილში აშენდა. 1589 წლიდან მისი გარე კედლები სგრაფიტოთი არის მორთული. ინტერიერი ძირითადად ბაროკოს სტილშია გაფორმებული. მთავარ საკურთხეველზე განთავსებულია წმინდანთა — ბართლომე მოციქულის, წმინდა ვოიტეხის, პროკოპი საზაველის, წმინდა ვიტის და წმინდა ვაცლავის ქანდაკებები. ჯვრის გზის ტილოები შექმნა ფრანტიშეკ ბილეკმა და დახატა ვიქტორ ფოერსტერმა.[14] წმინდა ვიტუსის ეკლესია 1325 წლით თარიღდება და ქალაქის უძველესი საკრალური ნაგებობაა. დღემდე შემორჩენილია მისი გოთიკური პრესბიტერიუმი. დღეს ეკლესია საგამოფენო და საკონცერტო დარბაზად გამოიყენება.[14]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იან კურკა (დაიბადა 1943) — სპორტული მსროლელი, ოლიმპიური ჩემპიონი

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელჰრჟიმოვი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  3. Register of territorial identification, addresses and real estates
  4. Historie města cs. Město Pelhřimov. ციტირების თარიღი: 2023-12-04
  5. 1 2 3 4 History. Město Pelhřimov. ციტირების თარიღი: 2024-11-28
  6. Synagoga cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-11-28
  7. Home. AGROSTROJ Pelhřimov, a.s.. ციტირების თარიღი: 2024-11-28
  8. 1 2 3 Registr ekonomických subjektů cs. Business Register. Czech Statistical Office. ციტირების თარიღი: 2024-11-28
  9. History. Škrobárny Pelhřimov, a.s.. ციტირების თარიღი: 2021-10-21
  10. About company. Madeta a.s.. ციტირების თარიღი: 2021-10-21
  11. Příběh o Adélce cs. Adélka a.s.. ციტირების თარიღი: 2024-11-28
  12. ZZN Pelhřimov a. s. cs. ZZN Pelhřimov a. s.. ციტირების თარიღი: 2024-11-28
  13. Přehled škol a školských zařízení: Žatec cs. Rejstřík škol a školských zařízení. ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 2024-11-28
  14. 1 2 3 4 5 6 Sights and Monuments. Město Pelhřimov. ციტირების თარიღი: 2024-11-28
  15. Partnerská města cs. Město Pelhřimov. ციტირების თარიღი: 2024-11-28