პელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძულის მდებარეობა

პელი (გერმ. Poel) — კუნძული ბალტიის ზღვაში, წარმოქმნის ბისმარის უბის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ბუნებრივ საზღვრებს გერმანიის სანაპიროსთან. კუნძულის ჩრდილოეთი სანაპირო ასევე გადის უფრო დიდი, მეკლენბურგის ყურის სამხრეთ ნაწილზე. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ჩრდილო-დასავლეთ მეკლენბურგის რაიონს.

კუნძულის ფართობი 36,02 კმ²-ია, მოსახლეობა 2 660 ადამიანი (2010). როგორც თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, მისი უდიდესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მიწებს უჭირავს. კარგი ჰაერით, სუფთა წყლით, კოხტა პლაჟებითა და დაცული ნავსაყუდელებით კუნძული ამავე დროს პოპულარულ ტურისტულ დესტინაციას წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პელი&oldid=4430438“-დან