პელარგონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პელარგონია (ლათ. Pelargōnium) — მოყვავილე მცენარეთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მრავალწლოვანი მცენარეების, სუკულენტებისა და ბუჩქების 280 სახეობას და ჩვეულებრივ უწოდებენ ნემსიწვერას (გერანი), პელარგონიას ან სავარცხელას. გვარი მიეკუთვნება ნემსიწვერასებრთა ოჯახს. შვედი ბუნებისმეტყველი კარლ ლინე თავდაპირველად ყველა სახეობას ერთ გვარში, ნემსიწვერაში აქცევდა. მოგვიანებით, 1789 წელს, ისინი ორ გვარად დაყო ფრანგმა ბოტანიკოსმა შარლ ლუი ლერიტ დე ბრიუტელმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]