პელაგრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პელაგრა (იტალ. pelle agra) — აქერცლილი, ხორკლიანი კანი) — დაავადება, რომელსაც იწვევს ორგანიზმში pp ვიტამინის ნაკლებობა. ვლინდება კანის (დერმატიტი - უმეტესად სახესა და კისერზე), საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა (ენისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაწყლულება, კუჭის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის მოშლა) და ნერვული სისტემის (პოლინევრიტი) დაზიანებით.

პელაგრის მკურნალობა შესაძლებელია ნიკოტინის მჟავის, საფუარის, ღვიძლის, კვერცხის, მუხუდოს და სხვა B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]