პეკულნეის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პეკულნეი.
პეკულნეის ქედი
რუს. Пэкульней
კოორდინატები: 66° ჩ. გ. 174°45′ ა. გ. / 66° ჩ. გ. 174.750° ა. გ. / 66; 174.750
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი
უმაღლესი წერტილი კოლიუჩაია
სიმაღლე 1381 
სიგრძე 300 კმ
პეკულნეის ქედი — რუსეთი
პეკულნეის ქედი

პეკულნეის ქედი[1] (რუს. Пэкульней) — ქედი რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში, მდ. ანადირის ხეობაში. სიმაღლე 1381 მ (მთ. კოლიუჩაია), სიგრძე 300 კმ. აგებულია ეფუზიური და ფიქალ-ქვიშაქვიანი მეზო-კაინოზოური ნალექებით, რომლებშიც შეჭრილია ფუძე ქანების ინტრუზიები. ფერდობებზე 300–500 მ სიმაღლემდე გავრცელებულია ხავს-ბალახიანი ტუნდრა მეჩხერი ბუჩქებითა და ქონდარა ფიჭვით, მაღლა — ლიქენებიანი ქვიანი ტუნდრა გამეჩხერებული ბალახოვანი საფრით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 161.
  2. Пекульней // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 20 — М., 1975.