შინაარსზე გადასვლა

პედრუ პასუშ კოელიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პედრუ პასუშ კოელიუ
პორტ. Pedro Passos Coelho
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1964(1964-07-24)[1] [2] (62 წლის)
დაბადების ადგილი კოიმბრა[3]
მოქალაქეობა  პორტუგალია
განათლება ლისაბონის უნივერსიტეტი
მეუღლე/ები Laura Ferreira
ჯილდოები Grand Cross of the Order of Merit of the Republic of Poland

პედრუ პასუშ კოელიუ (დ. 24 ივლისი, 1964) — პორტუგალიელი პოლიტიკოსი და უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, რომელიც 2011-2015 წლებში პორტუგალიის 117-ე პრემიერ-მინისტრი იყო. 2010-2018 წლებში იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო.

პასუშ კოელიუმ პოლიტიკური კარიერა ძალიან ადრე დაიწყო და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ეროვნული ლიდერი იყო. იგი სათავეში ედგა XIX და XX საკონსტიტუციო მთავრობას როგორც მთავრობის მეთაური 2011 წლის 21 ივნისიდან 2015 წლის 26 ნოემბრამდე. მის მმართველობას დაემთხვა პორტუგალიაში ევროპული სამეულის ფინანსური დახმარების პროგრამის განხორციელება (რომელიც წინა პრემიერ-მინისტრმა, სოციალისტური პარტიის წევრმა ჟოზე სოკრატეშმა მოითხოვა) და იგი ხასიათდებოდა მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის ფართო ტალღით როგორც პორტუგალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.[4][5][6]

  1. ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
  2. ↑ Munzinger Personen
  3. ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1078010846 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  4. ↑ EU austerity drive country by country, BBC (21 May 2012)
  5. ↑ Zumbrun, Josh (2014-11-07). „The Federal Government Now Employs the Fewest People Since 1966“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2021-11-04.
  6. ↑ Hutchens, Gareth. (2015-01-04) Why this obsession with cutting public service jobs? en. ციტირების თარიღი: 2021-11-04