პედრო ხოსე ესკალონი
| პედრო ხოსე ესკალონი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1847 |
| დაბადების ადგილი | სანტა-ანა |
| გარდაცვალების თარიღი | 6 სექტემბერი, 1923 (76 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | სანტა-ანა |
| მოქალაქეობა |
|
პედრო ხოსე ესკალონი (დ. 25 მარტი, 1847, სანტა-ანა, ელ-სალვადორი — გ. 6 სექტემბერი, 1923) — ელ-სალვადორის პოლიტიკოსი და რესპუბლიკის პრეზიდენტი (1903–1907 წლებში).
იგი ელ-სალვადორის პრეზიდენტის თანამდებობას 1903 წლის 1 მარტიდან 1907 წლის 1 მარტამდე იკავებდა. იგი სამხედრო მმართველი იყო. პედრო ხოსე ესკალონი გარდაიცვალა სანტა-ანაში, 1923 წლის 6 სექტემბერს, 76 წლის ასაკში. მისი მოსვლა პრეზიდენტის თანამდებობაზე მრავალი წლის განმავლობაში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემა იყო, რამაც სათავე დაუდო პოლიტიკური სტაბილურობის ეპოქას, რომელიც 1931-1932 წლების მოვლენებით დასრულდა.
ისტორიული ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1865 წელს მან ცოლად შეირთო ელენა როდრიგესი (გ. 3 დეკემბერი, 1921)[1] და მათ სამი შვილი შეეძინათ: დოლორესი, ფედერიკო და პედრო.
ესკალონი იყო მიწათმფლობელი, რომელიც ფლობდა ვრცელ მამულებს. მის პრეზიდენტობას გზა გენერალმა ტომას რეგალადომ გაუკვალა, რომელმაც 1903 წელს, ძალაუფლების მოპოვებისა და ცენტრალიზაციის შემდეგ, მართვის სადავეები სწორედ მას გადასცა. ესკალონის პრეზიდენტობამ ასევე საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში შევიდა ძალაში კანონი, რომლის მიხედვითაც, თითოეულ პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის უფლება მაქსიმუმ ოთხი წლის ვადით ეძლეოდა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ theodorerooseveltcenter.
- ↑ Pedro Jose Escalon. Biografias. ციტირების თარიღი: 21 March 2014.