პედრო კარლოს ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პედრო კარლოს ესპანელი
Don Pedro Carlos de Borbón.jpg
დაბ. თარიღი 18 ივნისი, 1786
არანხუესი, მადრიდი, ესპანეთის სამეფო
გარდ. თარიღი 4 ივლისი, 1812, (26 წლის)
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია, პორტუგალიის იმპერია
ეროვნება ესპანელები
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია ტერეზა პორტუგალიელი
შვილ(ებ)ი სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსა
მშობლები მამა: გაბრიელ ესპანელი
დედა: მარია ანა ვიქტორია პორტუგალიელი

პედრო კარლოს ესპანელი (ესპ. Pedro Carlos de España; დ. 18 ივნისი, 1786 — გ. 4 ივლისი, 1812) — ბურბონ-ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი. გაბრიელ ესპანელისა და მარია ანა ვიქტორია პორტუგალიელის უფროსი ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პედრო კარლოსი დაიბადა 1786 წლის 18 ივნისს. იგი იყო გაბრიელ ესპანელისა და მარია ანა ვიქტორია პორტუგალიელის უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ესპანეთის მეფე კარლ III და დედოფალი მარია ამალია საქსონიელი ერგებოდნენ, ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე პედრუ III და დედოფალი მარია I.

პედრო კარლოსის მამა მეფე კარლის ფავორიტი, თუმცა უმცროსი ვაჟი იყო, რომელიც მისი დაბადებიდან ორ წელიწადში, 1788 წელს გარდაიცვალა ყვავილით. რამდენიმე წელიწადში თავად მეფე კარლიც გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ვაჟი კარლ IV ავიდა, რომელმაც პედრო პასკალი დედამისთან ერთად პორტუგალიის დედოფალ მარია I გაუგზავნა მისივე თხოვნით. დედოფალი მარია დიდად დარდობდა და ზრუნავდა პედროზე, როგორც ბრაგანსას დინასტიის ჯერჯერობით ერთადერთ მემკვიდრეზე. დედოფალ მარიას ხელშეწყობით იგი პორტუგალიაში გაიზარდა და პორტუგალიის ინფანტის წოდებაც მიენიჭა.

მიუხედავად მამის ესპანური წარმომავლობისა, პედრო კარლოსი პორტუგალიელებმა დიდი სიხარულით მიიღეს და იგი როგორც პორტუგალიელი ისე აღზარდეს. 1792 წელს მარია I-მა გამოსცა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც თავისი ვაჟის, მეფე ჟუან VI-ის ვაჟების შემდეგ, პედრო პორტუგალიის ტახტის პირველი მემკვიდრედ ცხადდებოდა.

1807 წელს როდესაც პორტუგალიაში საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარები შევიდა, სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის პედრო კარლოსიც ბრაზილიაში გაიქცნენ. სწორედ ბრაზილიაში დაქორწინდა პედრო კარლოსი და აქვე გარდაიცვალა 1812 წლის 4 ივლისს, 26 წლის ასაკში.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1810 წლის 13 მაისს რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში, პედრო კარლოსი დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის ასულ მარია ტერეზა პორტუგალიელზე, რომელთანაც ორწლიანი ქორწინების შედეგად შეეძინა ერთი ვაჟი:

  1. სებასტიანი (1811-1875), პირველად იქორწინა მარია ამალია დე ბურბონ-სიცილიელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ცოლად შეირთო მარია კრისტინა ესპანელი. სულ ორივე ცოლთან შეეძინა ხუთი შვილი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wilhelmsen, Alexandra (1996). "Maria Teresa of Braganza: Portuguese Princess of Beira, Spanish Infanta, Wife of the Pretender Carlos V". Mediterranean Studies. Pennsylvania,USA: Penn State University Press. JSTOR 41166848.