პედრო ანტონიო დე ალარკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პედრო ანტონიო დე ალარკონი
PedroAntonioAlarcon.jpg
დაბ. თარიღი 10 მარტი 1833(1833-03-10)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი გუადისი[5] [3]
გარდ. თარიღი 10 ივლისი 1891(1891-07-10)[3] (58 წელი)
გარდ. ადგილი მადრიდი[5] [4]
საქმიანობა პოეტი, მწერალი[4] , ჟურნალისტი[4] , პოლიტიკოსი[4] , დრამატურგი და დიპლომატი
მოქალაქეობა ესპანეთი
ალმა-მატერი გრანადის უნივერსიტეტი[4]
ჟანრი რომანი და თეატრი

პედრო ანტონიო დე ალარკონი (ესპ. Pedro Antonio de Alarcón; დ. 1833 - გ. 1891) — ესპანელი ნოველისტი, იუმორისტი. იგი არის ნოველის "სამკუთხა ქუდის" ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალარკონი დაიბადა გაუდიქსში, გრანადის პროვინციაში. იყო ე.წ მეოთხე რევოლუციის მონაწილე (1854), იბრძოდა გრანადის ბარიკადებზე. შემდეგში რევოლუციურ მოძრაობას ჩამოშორდა და გახდა მონარქისტი. ლიტერატურული მოღვაწეობა რომანტიკული ხასიათის ლექსებით დაიწყო. ალარკონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ნოველის სამი კრებული: "ნაციონალური ისტორიკოსი" (1881), "დაუჯერებელი მოთხრობები" (1882) და "საფრფიალო მოთხრობები" (1883).

ალარკონის ერთ-ერთი საუკეთესო ნოველაა "სამკუთხა ქუდი" (1874). მწერალი ხატავს XIX საუკუნის ესპანეთის იუმორით აღსავსე მართალ სურათებს, სადაც დაბალი წრის პატიოსანი ხალხი იმარჯვებს ამპარტავან არისტოკრატებზე. ალარკონი ამ ნოველაში აგრძელებს ესპანური ლიტერატურის კლასიკური პერიოდის დემოკრატიულ ტრადიციებს. უკანასკნელ ხანს დაწერილ რომანებში: "სკანდალი" (1875), "პატარა ბურთი (1880) და "მეძავი ქალი" (1882) ქადაგებს კათოლიკურ იდეებს და გამოდის ყოველგვარი თავისუფლებისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Аларкон, Педро Антонио // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСанкт-Петербург: Брокгауз—Ефрон, 1890. — Т. I. — С. 354–355.
  3. 3.0 3.1 3.2 Shteyn A. Аларкон // Краткая литературная энциклопедия მოს.: Советская энциклопедия, 1962. — ტ. 1.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 39. — ISBN 978-2-221-06888-5
  5. 5.0 5.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118869302 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.