პედაგოგიური ფურცელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პედაგოგიური ფურცელი — ქართული პროგრესული პედაგოგიური ჟურნალი. გამოდიოდა 1904–1906. რედაქტორები იყვნენ: ე. ერისთავი, ნ. ზურაბაშვილი (1904–1905), მ. დემურია (1906). გამოვიდა 8 ნომერი. ჟურნალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოზიციებიდან აშუქებდა, უმთავრესად, ოჯახში აღზრდის, ზოგადადპედაგოგიურ და დიდაქტიკურ საკითხებს: ქართული ეროვნული სკოლის ცხოვრებასთან და პოლიტიკასთან კავშირს, მასწავლებლისა და აღმზრდელის, სკოლისა და ოჯახის როლს, ბავშვის ფიზიკური, ზნეობრივი, სქესობრივი აღზრდის საკითხებს და სხვა. თანამშრობლობდნენ: შ. ჩიტაძე, პ. სურგულაძე, ა. მიქაბერიძე, ე. ხრამელაშვილი, ი. ბალარჯიშვილი, ლ. ელიავა და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]