პებატმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პებატმა
იეროგლიფებში
pG29T
U1

პებატმა, პებატემაკუშის სამეფოს დედოფალი, XXV დინასტიის წარმომადგენელი. პებატმა იყო ფარაონ კაშტას მეუღლე.

პებატმას სახელი შემორჩენილია მისი ქალიშვილის ამენირდისის ძეგლიდან (დაცულია კაიროს მუზეუმში). სხვადასხვა მოსაზრებებით მისი ოჯახი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან:

  • ფარაონი პიანხი — ითვლება კაშტას შვილად შესაძლოა ყოფილიყო პებატმას შვილიც.
  • ფარაონი შაბაკა — მოიხსენიება, როგორც ამენირდისის ძმა, ამ თვალსაზრისით იგი კაშტას და პებატმას შვილია.
  • დედოფალი ხენსა — ფარაონ პიანხის და და ცოლი, კაშტას შვილი, შესაძლოა ყოფილიყო პებატმას შვილიც.
  • დედოფალი პეკსატერი — ფარაონ პიანხის ცოლი. დაკრძალულია აბიდოსში. ზოგიერთი იიჩნევს პებატმას შვილად.
  • ღმერთ ამონის ცოლი ამენირდისი — კაიროს მუზეუმში დაცულ ქანდაკებაზე მოხსენიებულია, როგორც კაშტას და პებატმას ქალიშვილი.
  • ნეფერუკაკაშტა — კაშტას ქალიშვილი, შესაძლოა ყოფილიყო პებატმას შვილიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Morkot, Robert G., The Black Pharaohs: Egypt's Nubian Rulers, The Rubicon Press, 2000, ISBN 0-948695-24-2
  • Aidan Dodson & Dyan Hilton: The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson, 2004, ISBN 0-500-05128-3