შინაარსზე გადასვლა

პეანოს აქსიომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეანოს აქსიომები — ნატურალურ რიცხვთა მწკრივის აქსიომატიკა, რომელიც შემოიღო 1889 წელს იტალიელმა მათემატიკოსმა ჯუზეპე პეანომ. ამ აქსიომათა არსი მდგომარეობს შემდეგში:

  1. 1 არის ნატურალური რიცხვი.
  2. ყოველი ნატურალურ რიცხვს აქვს მომდევნო ნატურალური რიცხვი;
  3. 1 არ არის არც ერთი ნატურალური რიცხვის მომდევნო.
  4. თუ a ნატურალური რიცხვი მოსდევს b და c ნატურალურ რიცხვებს, მაშინ b ემთხვევა c-ს.
  5. თუ რომელიმე წინადადება დამტკიცებულია 1-თვის და დაშვებიდან, რომ ეს წინადადება ჭეშმარიტია n-თვის, გამომდინარეობს წინადადების ჭეშმარიტობა n-ის მომდევნო ნატურალური რიცხვისათვის, მაშინ ეს წინადადება ჭეშმარიტია ყოველი ნატურალური რიცხვისათვის.