პაჰლავუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პაჰლავუნები (სომხ.: Պահլավունի) — სომეხ თავადთა დინასტია, კამსარაკანის დინასტიის შთამომავლები. ფლობდნენ არაგაცოტის ოლქს. ცნობილი ბაგრატიდების მმართველობის ბოლო წლებიდან, კერძოდ, მე-10 საუკუნის ბოლოდან. ტრადიციულად, ამ გვარიდან ირჩევდნენ სომეხთა ეკლესიის მეთაურს - სომხეთის კათალიკოსს. მხოლოდ 1203 წელს ეს ტრადიცია დაირღვა კათალიკოს გრიგორ VI აპირატის გარდაცვალების შემდეგ.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაჰლავუნები იყო კეთილშობილ დიდგვაროვანთა კამსარაკანების განშტოება, რომელიც თითქმის განადგურდა არაბთა მიერ სომხეთის დაპყრობის შედეგად მე-7 საუკუნეში.

774 წელს არაბთა მფლობელობის ფორმამ სომეხი დიდებულების პროვოცირება გამოიწვია და დაიწყო დიდი აჯანყება მათ წინააღმდეგ, რომელშიც ჩაერთვნენ კამსარაკანები. 775 წლის აპრილში ბაგრევანდის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყებულებს. ისეთი დიდი ძალის და გავლენის მქონე ნახარართა სახლები, როგორიცაა კამსარაკანები, მამიკონიანები, გნუნები და სხვა, მთლიანად განადგურდა. გადარჩა მხოლოდ ის, ვინც ბიზანტიაში გადაიხვეწა ან სხვა სახლებმა შეიფარა და მათ კმაყოფაზე იმყოფებოდა. ასეთი სახლები იყვნენ ძირითადად - არწრუნები და ბაგრატუნები. დევნილები იძულებულნი იყვნენ გაეყიდათ თავიანთი სამფლობელოები. მაგალითად, უფლისწულმა აშოტ ბაგრატუნმა შეიძინა კამსარაკანების მამული - შირაქისა და არშარუნიკის რეგიონები მდინარე არპას სანაპიროზე, 34 კმ-ზე ქალაქ ანისიდან, რომელიც ასევე ბაგრატიდების სამფლობელოს წარმოადგენდა.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-11 საუკუნეში პაჰლავუნები აკონტროლებდნენ და აშენებდნენ სხვადასხვა ციხესიმაგრეებს მთელ სომხეთში. მაგ: მათ აუგიათ ამბერდის ციხე, ბჟნის ციხე და მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში. კირილ თუმანოვის მოსაზრებით, 1045-46 წ.წ. თავად გრიგორ II (რომელმაც კონსტანტინეპოლში მიიღო მაგისტროსის ტიტული. ის გამოცხადდა მესოპოტამიის, ვასპურაკანის და ტარონის დუკად) გადავიდა კილიკიის სომხთში და დააარსა ჰეთუმიდების სახლი. ასევე, თუმანოვის მოსაზრებით ზაქარიდ-მხარგრძელების სახლი წარმოადგენს პაჰლავუნების მემკვიდრეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]