შინაარსზე გადასვლა

პაჯეონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაჯეონი
ტიპი ჯეონი
რიგითობა აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი კორეა
მთავარი
ინგრედიენტები
მწვანე ხახვი, ალადების ცომი

პაჯეონი (კორ. 파전) ― ჯეონის (კორეული ალადების) სახეობა, რომლის მთავარი ინგრედიენტი მწვანე ხახვია. მის სახელში პა () „მწვანე ხახვს“ ნიშნავს. კერძი მზადდება კვერცხის, ხორბლის ფქვილის, ბრინჯის ფქვილის, მწვანე ხახვის და სხვა ინგრედიენტებისგან, რომლებიც იცვლება რეგიონის მიხედვით. ხშირად უმატებენ საქონლის/ღორის ხორცს, კიმჩის, კალმარს, მოლუსკებსა და სხვა ზღვის პროდუქტებსაც.[1] თუ ამ ინგრედიენტებიდან ერთ-ერთი, მაგალითად, კალმარი, დომინირებს ჯეონში, სახელი ამას ასახავს; მაგალითად, ოჯინგეო ჯეონი (오징어전) ნიშნავს „კალმარის ჯეონს“.

პაჯეონი, როგორც წესი, ადვილად ამოსაცნობია ცომთან ერთად შემწვარი მწვანე ხახვის დიდი რაოდენობით. გარეგნულად ის ჩინური მწვანე ხახვის ალადის მსგავსია, თუმცა, ჩინური კერძისგან განსხვავებით (მაგრამ დასავლური ალადების მსგავსად), ის თხევადი ცომისგან მზადდება და შესაბამისად, უფრო მსუბუქი ტექსტურა აქვს.

პაჯეონი მოსამზადებლად ცხელ ტაფაზე, მცენარეულ ზეთში ამატებენ ჯიოკპას მწვანე ხახვს, რომელსაც შეწვის შემდეგ ხორბლის ფქვილის, წყლის, სოიოს პასტისა და შაქრის შერევით მიღებულ ცომს ასხამენ. როდესაც მისი ძირი ოქროსფერი ხდება, ატრიალებენ. ჩვეულებრივ, ამ კერძს სოიოს სოუსისგან დამზადებულ საწებელთან ერთად მიირთმევენ.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Goldberg, Lina "Asia's 10 greatest street food cities" დაარქივებული 2012-03-25 საიტზე Wayback Machine. CNN Go. 23 March 2012. Retrieved 2012-04-11
  2. (in Korean) Dongnae pajeon დაარქივებული 2012-03-07 საიტზე Wayback Machine. - Dongnae Pajeon Research Group, Dongnae-gu office