პაშა ბანკი საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაშა ბანკი საქართველო
ტიპი სააქციო საზოგადოება
დაფუძნდა 2013
სათავო ოფისი თბილისი
საქართველო
შოთა რუსთაველის გამზირი, 15

პაშა ბანკიბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაშა ბანკი 2007 წელს დაარსდა აზერბაიჯანში. ის სააქციო კაპიტალის მიხედვით ქვეყნის საბანკო სექტორში პირველია, ხოლო აქტივების სიდიდით კი — ხუთეულში შედის. Standard and Poor’s-ის მიერ ბანკს მინიჭებული აქვს გრძელვადიანი ‘BB-’ და მოკლევადიანი ‘B’ რეიტინგი სტაბილური პროგნოზით. Fitch Ratings-ის მიერ კი პაშა ბანკს მიენიჭა ‘B+’ რეიტინგი სტაბილური პროგნოზით. პაშა ბანკი შედის PASHA Holding-ის შემადგენლობაში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ჯგუფს. PASHA Holding ფლობს აქტივებს ეკონომიკის შემდეგ სექტორებში: დაზღვევა, საბანკო საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა. პაშა ბანკმა საქართველოში ოპერირება 2013 წელს დაიწყო, ხოლო თურქეთში — 2015 წლის დასაწყისში.

პროდუქტები და მომსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორატიულ სესხებს, დეპოზიტებს, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებას, სახაზინო ოპერაციებს, ფასიანი ქაღალდების ემისიას და სხვა პროდუქტებს.

მოგებული ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაშა ბანკი საქართველოს მოგებული აქვს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ნომინაცია:

  • „2015 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში“ - International Finance Magazine;
  • „2015 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში“ - Global Banking and Finance Review Awards;
  • „წლის ბანკი“ - Caspian Energy Group, 2014;
  • „წლის ახალი მოთამაშე ქართულ მარკეტინგში“ - EGO 2014 Awards.

პაშა ბანკი ფლობს სხვადასხვა ჯილდოს შემდეგ ნომინაციებში:

  • „საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა (CSR) ევროპაში“ - emeafinance magazine, 2012;
  • „აზერბაიჯანის საუკეთესო საინვესტიციო ბანკი“ - International Finance Magazine, 2013;
  • „საუკეთესო კომერციული ბანკი აზერბაიჯანში“ - World Finance Magazine, 2013;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]