შინაარსზე გადასვლა

პაფოსის ციხე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაფოსის ციხე
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 34°45′13″ ჩ. გ. 32°24′25″ ა. გ. / 34.753674694° ჩ. გ. 32.406959389° ა. გ. / 34.753674694; 32.406959389

პაფოსის ციხე (ძვ. ბერძნ. Κάστρο της Πάφου, თურქ. Baf Kalesi) — მდებარეობს ქალაქის პორტის დასავლეთ ნაწილში. თავდაპირველად იგი ბიზანტიური ციხესიმაგრე იყო, რომელიც პორტის დასაცავად იქნა აგებული. დღესდღეობით, ვიზიტორებს შეუძლიათ იხილონ დასავლეთის ფრანკული კოშკი ვენეციური დანამატებით, რომელიც ოსმალებმა 1592 წელს აღადგინეს, როგორც ამაზე მიუთითებს ციხის შესასვლელზე არსებული შესაბამისი წარწერა. კოშკის შესასვლელზე მოთავსებული თეთრი მარმარილოს ფილა (ზომები: 150 × 40 სმ) მიუთითებს მის აღდგენაზე ძვ. წ. 1592 წელს, კვიპროსის თურქი გუბერნატორის, აჰმედ ფაშას (1589–1593) მიერ.

ქალაქის ძირითადი ციხე სარანტა კოლონესში იდგა, დასავლეთით 600 მეტრის დაშორებით, მაგრამ 1222 წლის მიწისძვრამ იგი მიწასთან გაასწორა.

თავდაპირველი ბიზანტიური ციხესიმაგრე 1222 წლის მიწისძვრამ დაანგრია. მისი აღდგენა და გაფართოება XIII საუკუნეში ლუზინიანებმა განახორციელეს. მათ ასევე ააგეს „გენუელთა კოშკები“ – ციხე-სიმაგრე, რომელიც 2 კოშკის კომპლექსისაგან შედგებოდა. მისი ნანგრევები დღეს ციხიდან 80 მეტრში, აღმოსავლეთით, პორტის შესასვლელთან მდებარეობს და თავის დროზე ქალაქის საუკეთესო თავდაცვით ნაგებობად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოშკები დიდ ციხეს დაქვემდებარებულნი ითვლებოდნენ, ისინი მასთან არანაირ კავშირში არ იყვნენ. მათი სახელწოდება 1373 წელს გენუელებთან ბრძოლას უკავშირდება, რადგან ამ ბრძოლაში მათ ქალაქის პორტის დაცვაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. გენუელები ძირითადად საზღვაო ძალებით იყვნენ წარმოდგენილნი, ამიტომ კოშკების სტრატეგიული მდებარეობა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 1426 წელს, მამლუქებთან ბრძოლის დროს, კოშკებმა მძიმე ზიანი განიცადა და მათი აღდგენა აღარ განხორციელებულა. 1491 წლის ძლიერმა მიწისძვრამ კი საბოლოოდ დაანგრია ისინი, თუმცა მათი ნანგრევები დღემდე ჩანს. ციხესიმაგრეს შემდგომში ვენეციელები განაგებდნენ, რომლებმაც მას რამდენიმე დამატება შეუტანეს.

ციხე იყო ერთ-ერთი იმ ცოტა ნაგებობათაგან, რომელიც 1426 წელს მამლუქებმა ვერ აიღეს – ამ დროს მისი მეთაური იყო სფორცა, მხეცური ესპანელი მერცენარი, რომელიც ციხეს იცავდა. 1570 წლის აგვისტოში, როდესაც ოსმალები კვიპროსზე შეიჭრნენ, სფორცას მეომრებმა, სხვა დამცველებისგან განსხვავებით, ციხე არ დატოვეს. მიუხედავად დამცველთა გმირობისა და ციხის ხელსაყრელი მდებარეობისა, 16-დღიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, გარნიზონმა საბოლოოდ დანებება გადაწყვიტა, ხოლო თავად ციხე განადგურდა. ოსმალებმა ციხის ნანგრევები თავდაპირველი პროექტის მიხედვით აღადგინეს, რადგან მისმა მტკიცე კონსტრუქციამ არ დაუშვა სრული დანგრევა. თურქული ოკუპაციის პერიოდში ციხეში 100 მეომრისგან და 12 ქვემეხისგან შემდგარი გარნიზონი იდგა, რომელიც 1878 წელს, ბრიტანელთა ჩამოსვლისთანავე, კუნძულიდან წავიდა.

ციხის მთავარი ნაწილი შედგება დიდი მართკუთხა კოშკისგან, რომლის ცენტრში დახურული ეზო მდებარეობს. პირველი სართული მოიცავს ცენტრალურ დარბაზს მცირე და დიდი ოთახებით, რომლებიც ოსმალთა მმართველობის პერიოდში საკანებად და სათავსოებად გამოიყენებოდა. სახურავზე მდებარეობს მცირე ზომის კვადრატული კოშკი სამი დიდი ოთახით, სადაც ციხის მცველები ცხოვრობდნენ. იმავე დონეზე, სახურავის პერიმეტრის გასწვრივ, მოწყობილია 12 საბრძოლო პლატფორმა, რომლებზეც თურქული ოკუპაციის პერიოდში ქვემეხების დაყენება იყო შესაძლებელი.

1878 წელს, ბრიტანელების ჩამოსვლის შემდეგ, ციხემ სამხედრო დანიშნულება დაკარგა და 1935 წლამდე მარილის საწყობად გამოიყენებოდა, სანამ ძველი ძეგლის სტატუსი არ მიენიჭა ანტიკვარიატის კანონის შესაბამისად. ამ დღიდან იგი ქალაქ პაფოსის ერთ-ერთ ყველაზე ხასიათიან ღირსშესანიშნაობად იქცა. 1938-1939 წლებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები: შეკეთდა კედლებზე არსებული ბზარები და ტალღებსაწინააღმდეგო კონსტრუქცია. 1953 წლის მიწისძვრამ ციხეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რისი აღდგენაც 1969 წელს დასრულდა. 1974 წლის 21 ივლისს, თურქული სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალების მიერ პაფოსის პორტის დაბომბვის დროს ციხე კიდევ ერთხელ დაზიანდა, თუმცა ამჯერად სერიოზული ზიანი არ მიუღია. [1] დღესდღეობით, ციხე პაფოსის ყოველწლიური ღია ცის ქვეშა კულტურული ფესტივალის მასპინძელია.

კვიპროსზე. იგი მოქმედებს როგორც ტურისტული ატრაქციონი და პერიოდულად მასპინძლობს თემატურ გამოფენებს. ციხის მონახულების ღირებულება შეადგენს 2.50 ევროს. სამუშაო საათები განსხვავდება სეზონების მიხედვით: ზამთარში ციხე ღიაა 08:30-17:00 საათებში, ზაფხულში კი – 08:30-19:30. ციხის პირველი სართული ხელმისაწვდომია საინვალიდო სავარძლის მქონე პირებისთვის, თუმცა ზედა სართულზე წვდომა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. [2]