შინაარსზე გადასვლა

პაუ კუბარსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაუ კუბარსი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პაუ კუბარსი პარედესი
დაბადების
თარიღი
22 იანვარი, 2007 (2007-01-22) (18 წლის)
დაბადების
ადგილი
ბესკანო, ესპანეთი
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 2
ახალგაზრდული კარიერა
2014–2018 ჟირონა
2018–2024 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2023–2024 ბარსელონა ბ 9 (0)
2024– ბარსელონა 60 (0)
ეროვნული ნაკრები
2021–2022 ესპანეთის 15 წლ. 6 (1)
2022 ესპანეთის 16-წლ. 4 (1)
2023–2024 ესპანეთის 17-წლ. 18 (0)
2024– ესპანეთის 21-წლ. 2 (0)
2024– ესპანეთის 23-წლ. 5 (0)
2024– ესპანეთი 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 ოქტომბერი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 ოქტომბერი, 2025

პაუ კუბარსი პარედესი (ესპ. Pau Cubarsí Paredes; დ. 22 იანვარი, 2007) — ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ლა ლიგის კლუბ ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ცენტრალურ მცველად . ცნობილია კარგი დაცვითი პოზიციონირებითა და თამაშის ინტელექტით, იგი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მცველად.[1]

ადრეული და პირადი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაუ კუბარსი დაიბადა 2007 წლის 22 იანვარს ბესკანოში, ჟირონაში (კატალონია) [2] გლორია პარედესისა და რობერტ კუბარსის ოჯახში. ის 2018 წელს შეუერთდა ბარსელონას საფეხბურთო აკადემიას, რომელიც მდებარეობს ბესკანოში, მისი სახლიდან დაახლოებით საათნახევრის მოშორებით.[3]

კუბარსიმ კარიერა ჟირონაში დაიწყო. 2018 წელს გადავიდა ბარსელონას[4] აკადემიაში. ის გახდა ბარსელონას მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც დებიუტი ჰქონდა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში, ლამინ იამალისა და ილაიქს მორიბას შემდეგ.[4]

2023 წლის აპრილში მან პირველად ივარჯიშა პირველ გუნდთან ერთად. ის კლუბში მაშინდელმა მწვრთნელმა, ჩავიმ გამოიძახა.[5] მან კლუბთან პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი სამი თვის შემდეგ, 8 ივლისს.[6] ის მოხვდა ბარსელონას წინასასეზონო გუნდში 2023-24 წლების სეზონის წინ.[7]

2024 წლის 18 იანვარს შედგა კუბარსის დებიუტი პირველ გუნდში „იუნიონისტას დე სალამანკას“ წინააღმდეგ კოპა დელ რეის მატჩში, სადაც 46-ე წუთზე შეცვალეს. მისი პირველი სასტარტო თამაში ლა ლიგაში „რეალ ბეტისის“ წინააღმდეგ მომდევნო მატჩში შედგა. ორი თვის შემდეგ, 12 მარტს, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის დროს, მერვედფინალის მეორე მატჩში, რომელშიც ბარსელონამ „ნაპოლისთან“ 3–1 მოიგო. ამ მატჩში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც დებიუტი შეასრულა ტურნირის პლეი-ოფში 17 წლისა და 50 დღის ასაკში, რითაც მოხსნა „ბაიერნის“ ყოფილი მცველის, დავიდ ალაბას რეკორდი, რომელიც 17 წლისა და 258 დღის იყო. 10 აპრილს, კუბარსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მცველი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა მხოლოდ 17 წლისა და 79 დღის ასაკში, რითაც მოხსნა მოსკოვის ცსკას ფეხბურთელის, გეორგი შჩენნიკოვის რეკორდი. 9 მაისს, „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ მათ კუბარსისთან კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს 2029 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა.[8]

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 11 ოქტომბერი, 2025
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ესპანეთი
ესპანეთის დროშა
2024 5 0
2025 3 0
ჯამში 8 0
ესპანეთის დროშა ბარსელონა
ესპანეთის დროშა ესპანეთი 23
  • ლა ლიგის U23 თვის საუკეთესო მოთამაშე: 2024 წლის მარტი [10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Pau Cubarsi named LALIGA EA SPORTS Under-23 Player of the Month for March“. La Liga. 27 March 2024. ციტირების თარიღი: 3 April 2024.
  2. Gascón, Javier (1 November 2022). „Pau Cubarsí, 15 años, tercer debutante más joven del Barça en la UEFA Youth League“ [Pau Cubarsí, 15 years old, Barça's third youngest debutant in the UEFA Youth League]. Mundo Deportivo (ესპანური). ციტირების თარიღი: 25 August 2023.
  3. Herrero, Laia Cervelló (2024-09-05). „Pau Cubarsi’s Barcelona story and the tiny Catalan village that shaped him“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2025-04-07.
  4. 4.0 4.1 Gascón, Javier (1 November 2022). „Pau Cubarsí, 15 años, tercer debutante más joven del Barça en la UEFA Youth League“ [Pau Cubarsí, 15 years old, Barça's third youngest debutant in the UEFA Youth League]. Mundo Deportivo (ესპანური). ციტირების თარიღი: 25 August 2023.Gascón, Javier (1 November 2022).
  5. ¿Quién es Pau Cubarsí? es. sport.es (20 April 2023). ციტირების თარიღი: 25 August 2023
  6. Pau Cubarsí firma su continuidad en el Juvenil del FC Barcelona es. sport.es (8 July 2023). ციტირების თარიღი: 25 August 2023
  7. Martí, Anaïs (10 July 2023). „Así transcurrió el primer entrenamiento del Barça de Xavi 23-24“ [This is how Xavi's first Barça training session went 23-24]. La Vanguardia (ესპანური). ციტირების თარიღი: 25 August 2023.
  8. Millar, Colin; Ballús, Pol. „Barcelona's Cubarsi signs contract extension through to 2027“. The Athletic. ციტირების თარიღი: 9 May 2024.
  9. Ronay, Barney (9 August 2024). „Camello's extra-time double clinches football gold for Spain against France“. The Guardian. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 9 August 2024.
  10. „Pau Cubarsi named LALIGA EA SPORTS Under-23 Player of the Month for March“. La Liga. 27 March 2024. ციტირების თარიღი: 3 April 2024."Pau Cubarsi named LALIGA EA SPORTS Under-23 Player of the Month for March".