პაულ რაუდი
პაულ რაუდი | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 22 ოქტომბერი, 1865 |
დაბადების ადგილი | ვირუ-იააგუპი |
გარდაიცვალა | 22 ნოემბერი, 1930[1] [2] (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტალინი |
ჟანრი | პორტრეტი |
პაულ რაუდი (ესტ. Paul Raud; დ. 22 ოქტომბერი, 1865, ვირუ-იააგუპი, ესტლანდის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 22 ნოემბერი, 1930, ტალინი) — ესტონელი მხატვარი, კრისტიან რაუდის ტყუპისცალი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სწავლობდა დიუსელდორფისა (1888-1894 წწ.)და პეტერბურგის (1911 წ.) სამხატვრო აკადემიებში. იყო ილია რეპინის მოსწავლე. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ტალინის სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1923 წლიდან) ასრულებდა ჟანრულ და პეიზაჟურ ეტიუდებს, ესტონეთის გლეხთა ეთნოგრაფიულ პორტრეტებს.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
-
„ყვავილებიანი მინდორი“ (1906-1911) -
„მუჰუს ეკლესია“ (1898) -
„იან პოსკას პორტრეტი“ (1929) -
„ნახევრად შიშველი“ (1911) -
„ვოლდემარ პუჰკის პორტრეტი“ (1929)
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 308-309.