პაულ ნიგლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაულ ნიგლი
დაბ. თარიღი 26 ივნისი, 1888
დაბ. ადგილი ცოფინგენი
გარდ. თარიღი 13 იანვარი, 1953
გარდ. ადგილი ციურიხი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

პაულ ნიგლი (გერმ. Paul Niggli; დ. 26 ივნისი, 1888 — გ. 13 იანვარი, 1953) — შვეიცარიელი მინერალოგი, პეტროგრაფი და გეოქიმიკოსი. 1907 წელს ციურიხში დაამთავრა უმაღლესი ტექნიკური სკოლა, 1915-1918 წლებში ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი, 1918-1920 წლებში ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1920 წლიდან უმაღლესი ტექნიკური სკოლისა და უნივერსიტეტის პროფესორი ციურიხში. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა გეოქიმიის, მეტალოგენიის, მინერალების ქიმიზმისა და სხვა საკითხებს. შეიმუშავა კრისტალური შეერთების სტერეოქიმიის საფუძვლები; შემოგვთავაზა ქანების ქიმიური შედგენილობის გადაანგარიშების ერთ-ერთი მეთოდი. მისი სახელობისაა მინერალი ნიგლიიტი.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Geometrische Kristallographie desDiscontinuums, Tl 1—2, Lpz., 1918—19;
  • Lehrbuch der Mineralogie und Kristallchemie, 3 Aufl., Bd 1—2, В. — Zeblendorf, 1941—42;
  • Grundlagen der Stereochemie, Basel, 1945.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ewaid P. P., Paul Niggli. 1888—1953, "Acta Crystallographica", 1953, v. 6.