პაულს სტრადინიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პაულს სტრადინიში
Pauls Stradiņš
19960113 8sant Latvia Postage Stamp.jpg
დაბ. თარიღი 17 იანვარი 1896
დაბ. ადგილი ვიესიტეს მხარე, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 14 აგვისტო, 1958
გარდ. ადგილი რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ
დასაფლავებულია რიგის ტყის სასაფლაო
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ლატვიის დროშა ლატვია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მედიცინა, ქირურგია, ონკოლოგია
მუშაობის ადგილი ლატვიის უნივერსიტეტი
რიგის სამედიცინო ინსტიტუტი
ალმა-მატერი პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია
განთქმული მოსწავლეები ველტა ბრანბერგა, ევგენი ლინარი, ვერონიკა როზენბახა, იანის სლაიდინიში, ოიარს ულდის ალექსისი, ისიდორ სიაკსტე, ედუარდს სმილტენსი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი Jānis Stradiņš
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი
ლატვიის კულტურის ფონდის პრემია (1928)

პაულს სტრადინიში (ლატვ. Pauls Stradiņš  — Pauls Stradynsh; დ. 17 იანვარი, 1896, ვიესიტე — გ. 14 აგვისტო, 1958, რიგა)  — ლატვიელი ქირურგი, ონკოლოგი, ლატვიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. (1946), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1945), ლატვიის უნივერსიტეტისა და რიგის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი. ლატვიაში კლინიკური ონკოლოგიის დამფუძნებელი. 1928 წლიდან ხელმძღვანელობდა რიგის მე-2 საქალაქო საავადმყოფოს, შემდეგ —  რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს. ლატვიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის, რიგის სამედიცინო ინსტიტუტის, ლატვიის მედიცინის ისტორიის მუზეუმის დამფუძნებელი. ლატვიის სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945).[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაულს სტრადინიში დაიბადა 1896 წლის 17 იანვარს ეკენგრავში (ახლანდელი ვიესიტე), ხელოსნის ოჯახში. სწავლობდა ადგილობრივი სოფლის სკოლებში, ეკაბპილსის სავაჭრო სასწავლებელში, დუბულთის კერძო გიმნაზიაში, 1914 წელს დაამთავრა რიგის ალექსანდრეს სახელობის გიმნაზია ოქროს მედლით.

1914 წლიდან 1919 წლამდე პაულს სტრადინიში სწავლობდა პეტროგრადში, სამხედრო სამედიცინო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა  წარჩინებით, მოგვიანებით დაიცვა დისერტაცია თემაზე "პერიფერიული ნერვების დაზიანება და მათი მკურნალობა" პროფესორ ს. ფედოროვის ხელმძღვანელობით (1869 წ. -1936) ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკაში.

ლატვიაში დაბრუნების შემდეგ 1924 წლიდან მუშაობდა პროფესორ ეკაბს ალკსნისის (1870—1957) ხელმძღვანელობით ლატვიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკაში. 1925 და 1926 წლებში სწავლობდა აშშ-ში და ინგლისში, როგორც როკფელერის ფონდის მეცნიერი. 1927 წელს დაიცვა მეორე დისერტაცია თემაზე „ე.წ.gangraena spontanea-ს ეტიოლოგია, კლინიკა და თერაპია“.

1931 წელს ხელმძღვანელობდა რიგის მეორე საქალაქო საავადმყოფოს.

1933 წელს აირჩიეს ლატვიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორად.

1936 წლიდან 1940 წლამდე  გამოსცა მოსახლეობაში პოპულარული „ჯანმრთელობის კალენდრები“.

1938 წელს მან დააარსა პირველი ონკოლოგიური საავადმყოფო ლატვიაში.

1939 წელს დააარსა რიგის მე-2 სამედიცინო სკოლა.

1941 წელს დააარსა სისხლის გადასხმის სადგური.

გერმანიის ოკუპაციის დროს პრინციპული შეხედულებების გამო გაათავისუფლეს რიგის მეორე საქალაქო საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თანამდებობიდან. 1942 წელს გაათავისუფლეს ონკოლოგიური საავადმყოფოს სამეცნიერო დირექტორის თანამდებობიდან.

პაულს სტრადინიშის მონუმენტი მისი სახელობის საავადმყოფოს ეზოში

ლატვიის ნაცისტური დამპყრობლებისგან განთავისუფლებისა და ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუშაობის აღდგენის შემდეგ, ხელმძღვანელობდა ქირურგიის განყოფილებას, იყო სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი 1944 წლიდან 1947 წლამდე. ამავე წლებში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს.

მისი მონაწილეობით ლატვიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის შექმნის შემდეგ, ხელმძღვანელობდა აკადემიის ონკოლოგიურ სექტორს.[4][5]

იგი გახლდათ 1950 წელს რიგის სამედიცინო ინსტიტუტის შექმნის ინიციატორი. უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე იყო განყოფილების ხელმძღვანელი.[6][7]

1955 წელს პ. სტრადინიში აირჩიეს ლატვიის სსრ უზენაეს საბჭოს დეპუტატად.

პ.სტრადინიშმა შეაგროვა და რესპუბლიკას გადასცა ისტორიული სამედიცინო მასალების კოლექცია, რომლის საფუძველზეც 1957 წელს შეიქმნა მედიცინის ისტორიის მუზეუმი, რომელსაც აკადემიკოსის გარდაცვალების შემდეგ  მისი სახელი უწოდეს.[8][9]

გარდაიცვალა 1958 წლის 14 აგვისტოს რიგაში. დაკრძალულია რიგის ტყის სასაფლაოზე.

ვიკიციტატა
„მედიცინა არის პროფესია, მეცნიერება და ხელოვნება ერთდროულად. მხოლოდ კარგი ადამიანი შეიძლება იყოს კარგი ექიმი. სიყვარული უმაღლესი წამალია, ჩემს შემდეგ უნდა დავტოვო კლინიკა, ქირურგიული სკოლა და მუზეუმი.“
((პაულუს სტრადინიში))

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლე ნინა  სტრადინი (სტრადინია) —ფიზიოთერაპევტი, ოტო  შმიდტის დისშვილი, იყო პ. სტრადინიშის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს ფიზიოთერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვილიშვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანდრეი ერგლისი – კარდიოქირურგი და მეცნიერი, პროფესორი, საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
  • პეტერის სტრადიში – კარდიოქირურგი.
  • ლინდა სოსარე – გასტროენდოკრინოლოგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Akadēmiķis Pauls Stradiņš. Bibliogrāfija. Академик Павел Иванович Страдынь. Библиография. Rīga, 1959. 138 lpp.
  • Profesors Pauls Stradiņš dzīvē un darbā. Rīga, 1961. 362 lpp.
  • Павел Иванович Страдынь — врач, учёный, человек. Отв. ред. В. В. Канеп. Рига: Зинатне, 1967. 392 с. (რუს.)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stradyn‘, Pavel Ivanovič // Czech National Authority Database
  2. Kardiologs Andrejs Ērglis. Par sirdi, Latviju un labām izredzēm la.lv, 2016. gada 3. februārī (ლატვ.)
  3. А.Фалькенштейн. Больнице имени П. Страдыня — 50 лет. www.periodika.lv. Ригас Балсс, Nr.251 (21 октября 1960). ციტირების თარიღი: 20 თებერვალი 2022. (რუს.)
  4. "Pauls Stradiņš".. Paul Stradinis Clinical Hospital Archived from the original on 26 May 2009. Retrieved 19 December 2009. (ლატვ.)
  5. McNEALY, R. W. (26 June 1926) Peri-arterial Sympatectomy JAMA: The Journal of the American Medical Association. 86 (26): 333–337. doi:10.1001/jama.1926.02670520012004. ISSN 0002-9955. PMC 1398996. PMID 17865425
  6. Виксна А. Места жизни и деятельности Паула Страдыня. Рига, 1978. 48 с
  7. Страдынь П. И. Избранные труды. Рига, т. 1-3, 1963—1965
  8. Страдынь, Павел Иванович (Паул Янович) / П.П. Еран. — Рига: Главная редакция энциклопедий, 1989. — С. 695. — 880 с. — ISBN 5-89960-002-0.
  9. Музей истории медицины имени Паула Страдыня. Паулс Страдыньш. Музей истории медицины имени Паула Страдыня. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი 2022. (რუს.)